ძაღლის პატრონობა დიდი პასუხისმგებლობაა და როგორი საყვარელიც არ უნდა იყოს ის, მნიშვნელოვანია, კარგად გაწვრთნილი და დამჯერე იყოს.
გაუწვრთნელი ძაღლი შეიძლება ძალიან შემაწუხებელი იყოს არა მარტო თქვენთვის, არამედ თქვენი სტუმრებისთვისაც.
საბედნიეროდ, ლეკვის გაწვრთნა არც თუ ისე რთულია. შეგიძლიათ მიმართოთ კინოლოგს, ან თქვენი ძალებით ასწავლოთ სხვადასხვა ბრძანება.
ძაღლის გაწვრთნის მარტივი მეთოდი
რა თქმა უნდა, არ არსებობს ძაღლის გაწვრთნის მხოლოდ ერთი ან საუკეთესო მეთოდი, თუმცა არსებობს საფეხურები და მეთოდები, რაც გაწვრთნის პროცესს მარტივს ხდის.
მთავარია თქვენ ამისთვის მზად იყოთ, იქონიოთ მოთმინება და გამოიყენოთ უკვე გამოცდილი და სწორი მეთოდები.
შეგიძლიათ ეს მეთოდი გამოიყენოთ როდესაც თქვენს ძაღლს ასწავლით დაჯდომას.
1. მოკლე ვარჯიშები

ლეკვებმა ფოკუსი შეიძლება ძალიან მალე დაკარგონ და ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანონ. ამიტომ ვარჯიშის სესიები უნდა იყოს მოკლე.
დაიწყეთ 3-5 წუთიანი ვარჯიშები და აუცილებლად გააკეთეთ შესვენებები და გაიმეორეთ სავარჯიშოები რამდენიმეჯერ დღის განმავლობაში.
ხანმოკლე სავარჯიშოები უკეთეს შედეგს მოგცემთ, ვიდრე, ერთი დიდი და დამღლელი სავარჯიშო. ის მოსაბეზრებელი იქნება როგორც თქვენთვის, ასევე, თქვენი ძაღლისთვის.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი და კომფორტული ადგილი შეარჩიოთ თქვენი ძაღლისთვის.
თემატური შეხსენება: შინაური ცხოველის გაწვრთნისას შესაძლოა ძაღლის სათამაშო გამოგადგეთ. შეიძინეთ პროდუქცია ჩვენთან და ნივთ ადგილზე მოგიტანთ!
2. წარმატების აღნიშვნა

ძაღლის გაწვრთნისას აუცილებელია აღნიშნოთ ყოველი წარმატება, რაც მას დაეხმარება უფრო ფოკუსირებული იყოს და ვარჯიში დაკავშირებული იყოს სიამოვნებასთან.
ნებისმიერი წარმატების შემთხვევაში, შეაქეთ, მიეფერეთ და მიეცით ჯილდო მცირე საკვების სახით. დაჯილდოვება არა მარტო ვარჯიშის დროს, არამედ სხვა დროსაც აუცილებელია. მაგალითად, როგორიცაა ბრჭყალების დაჭრა.
ამით ის ვარჯიშს დააკავშირებს სასიამოვნო შეგრძნებებთან და არასდროს დაეზარება ახალი მოქმედებების შესწავლა.
ასევე, ეს მეთოდი თქვენც გაგიადვილებთ საქმეს და უფრო სწრაფად და მარტივად შეასწავლით ძაღლს სასურველ ბრძანებებს.
3. გამეორება
როგორც ადამიანები, ყველა ძაღლი სხვადასხვა ტემპით სწავლობს სიახლეებს. ეს დამოკიდებულია ძაღლის ჯიშზე, ასაკზე, და სხვა ფაქტორებზე.
ამიტომაც, გამომდინარე თქვენი ლეკვის ჯიშიდან, შეიძლება მოგიწიოთ ვარჯიშის გამეორება და ამისთვის მზად უნდა იყოთ.
ზოგადად, როგორც ზემოთ არის აღნიშნული, გამეორება აუცილებელია იმისათვის, რომ სწრაფად გაწვრთნათ ძაღლი, მიუხედავად ჯიშისა და ასაკისა.
თუ მიხვდით, რომ ძაღლის გაწვრთნას თქვენ ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ კინოლოგის მომსახურება.
თემატური შეხსენება: შინაური ცხოველის გაწვრთნისას შესაძლოა ძაღლის აქსესუარები გამოგადგეთ. შეიძინეთ პროდუქცია ჩვენთან და ნივთ ადგილზე მოგიტანთ!
შეჯამება
ძაღლისთვის აუცილებელი ბრძანებების სწავლა აუცილებელია, რადგან ის გახდეს უფრო მორჩილი და ნაკლებად შემაწუხებელი. მარტივი მოქმედებების შესრულება შეგიძლიათ თქვენ ასწავლოთ, ხოლო რთული ბრძანებების შესწავლა მიანდოთ პროფესიონალებს.