კურდღელი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ საყვარელი ცხოველი – ისინი საკმაოდ ინტელექტუალური და სოციალური არსებები არიან.
ეს საყვარელი ცხოველი ღრმა კავშირს ამყარებს თავის პატრონთან და ამ და სხვა მიზეზების გამო, კურდღლის შერჩევა საკმაოდ საპასუხისმგებლო და საინტერესო საქმეა.
რა გავითვალისწინოთ კურდღლის შერჩევისას
ქვემოთ ვისაუბრებთ რამდენიმე რეკომენდაციაზე და საკითხზე, რომელიც დაგეხმარებათ რომ შეარჩიოთ კურდღელი, რომელიც ერგება თქვენს მოთხოვნებს და სიტუაციას.
კურდღლის საჭიროებები
კურდღლები საოცრად კომპლექსური ცხოველები არიან და აქვთ განსხვავებული პიროვნული თვისებები. ზოგიერთი ჯიში, როგორიცაა ნიდერლანდური ჯუჯა, უფრო ენერგიული და მხიარულია, ვიდრე მაგალითად, ფლამანდიური გიგანტი.
აქედან გამომდინარე, უნდა იფიქროთ თუ რომელი ტიპი უხდება თქვენს პიროვნებას, მოთხოვნებს და სიტუაციას. თქვენთვის აგყავთ თუ ბავშვისთვის, რამდენად მიაქცევთ ყურადღებას და ა.შ.
საცხოვრებელი გარემო
ბევრი შინაური ცხოველისგან განსხვავებით, კურდღლებს შეუძლიათ როგორც სახლში, ასევე გარეთ ცხოვრება. შესაბამისად, გამომდინარე თქვენი სიტუაციიდან, მათ შესაბამისი გარემო სჭირდებათ.
შიდა კურდღლები, როგორც წესი, უფრო დიდხანს ცოცხლობენ და უფრო მეტად არიან ინტეგრირებულნი ოჯახურ ცხოვრებაში. გარეთ მცხოვრებ კურდღლებს კი სჭირდებათ მტაცებლისგან და ექსტრემალური ტემპერატურისგან.
მოვლა
ჯიშების მიხედვით საკმაოდ დიდი განსხვავებაა როდესაც საქმე მოვლას ეხება. გრძელთმიანი ჯიშები, როგორიცაა ანგორა, საჭიროებს ყოველდღიურ დავარცხნას ვიდრე მაგალითად, რექსი.
ასევე, ზოგიერთი ჯიში მიდრეკილია პრობლემებისკენ. მაგალითად, დაშვებული ყურების მქონე კურდღლებს მიდრეკილება აქვთ ყურის ინფექციების მიმართ. შესაბამისად, მოვლის დონეებიც განსხვავებულია.
კურდღლის ენერგიის დონე
დამატებით, კურდღლის არჩევის დროს აუცილებლად გაითვალისწინეთ, თუ რამდენად აქტიურია ის. ჯიშის მიხედვით, ზოგი ძალიან მხიარულები და აქტიურები არიან, ზოგი კი, უფრო მშვიდი.
ზოგ კურდღელს უყვარს სათამაშოები, მაგრამ სხვებს შეიძლება წყნარად ყოფნა ერჩივნოთ. ამიტომაც, იქიდან გამომდინარე, თუ რა დროის დათმობა შეგიძლიათ კურდღლისთვის, გააკეთეთ შესაბამისი არჩევანი.
შეჯამება
ეს რეკომენდაციები დაგეხმარებათ იმაში, თუ როგორ აარჩიოთ კურდღელი გამომდინარე თქვენი სიტუაციიდან. უნდა გაითვალისწინოთ მოვლის საჭიროებები, აქტიურობა, საცხოვრებელი პირობები და სხვა ფაქტორები.