თუთიყუშისთვის იდეალური სახელის არჩევა ძალიან საინტერესო, სახალისო და ამავდროულად, საკმაოდ რთულიც კი შეიძლება იყოს.

სწორად შერჩეული სახელი მნიშვნელოვანია, რადგან ის შეიძლება ასახავდეს მის გარეგნობას, ხასიათს, ან უბრალოდ იყოს ლამაზი და უნიკალური სახელი.

თუ გსურთ სახელის არჩევაში დახმარება, ქვემოთ ჩამოთვლილია თუთიყუშის სახელები როგორც სქესის მიხედვით, ასევე, რამდენიმე უნიკალური სახელი.

დედალი თუთიყუშის სახელები

მწვანე ყვითელი თუთიყუში

აბი: ტკბილი, მეგობრული სახელი, რომლის სწავლა თუთიყუშისთვის ადვილია და შესანიშნავია მოსიყვარულე პიროვნების მქონე კომუნიკაბელური ფრინველისთვის.

ეინჯელ: იდეალურია თეთრი ან ღია ფერის თუთიყუშისთვის, რომელიც ასახავს როგორც მათ ზეციურ იერს, ასევე ტკბილ ბუნებას.

ბელი: ფრანგულად ნიშნავს “ლამაზს” და ეს ელეგანტური სახელი უხდება მოხდენილ მდედრ თუთიყუშს.

ბეტი: კლასიკურობით შთაგონებული სახელი, რომელიც უხდება მომხიბვლელი პიროვნების მქონე ფრინველს.

ბონი: რაც ნიშნავს “ლამაზს” ან “მიმზიდველს” და ისიც ძალიან უხდება ლამაზ და მომხიბვლელ თუთიყუშს.

ქლოი: ეს პოპულარული ბერძნული სახელი ნიშნავს “აყვავებულს” და შესანიშნავია ცოცხალი, ახალგაზრდა დედალი თუთიყუშისთვის.

დოტი: მხიარული და მიმზიდველი სახელი ფრინველისთვის, რომელსაც აქვს ლაქები ან ოდნავ უცნაური ხასიათი.

დასთი: იდეალურია თუთიყუშისთვის დახვეწილი, მუქი ტონებით, როგორიცაა ნაცრისფერი.

გრეისი: ელეგანტურობასა და სიმშვიდეს ასახავს და ეს სახელი უხდება თუთიყუშს, რომელიც გამოირჩევა დახვეწილობით.

ჰანი: თბილი, ტკბილი სახელი, იდეალურია ოქროსფერი, ქარვისფერი ან განსაკუთრებით მოსიყვარულე ფრინველისთვის.

კიკი: მოკლე და ხალისიანი, მაგრამ ამავდროულად ენერგიული და ადვილად დასამახსოვრებელი.

მინდი: მეგობრული და მარტივი კომუნიკაბელური მდედრი თუთიყუშისთვის, რომელსაც უყვარს ადამიანთან ურთიერთობა.

პიქსი: ჯადოსნურ ფერიებთან ასოცირებული და იდეალურია პატარა, მხიარული თუთიყუშისთვის.

მამალი თუთიყუშის სახელები

წითელ-მწვანე მამალი თუთიყუში

ალფი: მეგობრული, მარტივი სახელი ბრიტანული ხიბლით, იდეალურია კომუნიკაბელური მამრი თუთიყუშისთვის.

ბარნი: თბილი, მეგობრული სახელი, რომელიც მიმზიდველად ჟღერს და უხდება მეწამულ თუთიყუშს.

ბადი: იდეალურია თუთიყუშისთვის, რომელიც მჭიდრო კავშირს ამყარებს პატრონთან.

ჩარლი: კლასიკური და მეგობრული, რომლის წარმოთქმაც ადვილია და უხდება ხალისიან მამალ თუთიყუშს.

კოსმო: ვარსკვლავებთან და კოსმოსთან კავშირი, შესანიშნავია მაღალი ინტელექტის ფრინველისთვის.

ექო: იდეალურია ისეთი თუთიყუშისთვის, რომელიც იმეორებს ბგერებს და სიტყვებს.

ფელიქსი: თუთიყუშის ოპტიმისტური სახელი და შესანიშნავია მხიარული და იღბლიანი ფრინველისთვის.

ჯეკი: მოკლე, მხიარული, კლასიკური და მამაკაცური სახელი კარგად ერგება თავგადასავლების მოყვარულ თუთიყუშს.

მონტი: მომხიბვლელი, ოდნავ ძველმოდური, რომელიც იდეალურია ჯენლტმენი თუთიყუშისთვის.

ოლივერი: ლიტერატურული და გამორჩეული, ამ სახელს აქვს დიკენსის პერსონაჟის ხიბლი.

ოსკარი: ოდნავ მოღუშული, მაგრამ საყვარელი, რომელიც ერგება განსაკუთრებული პიროვნების მქონე თუთიყუშს.

ტობი: მხიარული, მეგობრული და მარტივი სახელი თუთიყუშისთვის, რომელიც არის მეგობრული და კეთილგანწყობილი.

თუთიყუშის უნიკალური სახელები

ბამბუ: ბუნებისგან შთაგონებული სახელი ეგზოტიკური ელფერით, იდეალურია მწვანე თუთიყუშისთვის.

აინშტაინი: შესანიშნავია განსაკუთრებული ინტელექტის მქონე და ჭკვიანი თუთიყუშისთვის.

მოცარტი: კულტურული, მხატვრული სახელი მუსიკალური თუთიყუშისთვის, რომელსაც უყვარს სიმღერა და ცეკვა.

პიკაჩუ: პოკემონის პოპულარული პერსონაჟისგან ნასესხები, შესანიშნავია ენერგიული და ყვითელი თუთიყუშისთვის.

სპარტაკი: ძლიერი, მეამბოხე და მებრძოლი სულის მქონე მამალი თუთიყუში.

შეჯამება

თუთიყუშის სახელი ძალიან მნიშვნელოვანია და მისი არჩევის დროს გასათვალისწინებელია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ხასიათი, ფერი, ჯიში და სხვა. იმედი გვაქვს, რომ სახელების ეს სია დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.

მსგავსი სტატიები

კურდღელი

რა ვაჭამოთ კურდღელს

კურდღლებს სჭირდებათ გარკვეული საკვების ჭამა, რომ…

კურდღელი საჭმელთან
თუთიყუში

5 საუკეთესო თუთიყუში სახლისთვის

როდესაც თუთიყუშის შეძენაზე ფიქრობთ, პირველი და…

თეთრი და ფერადი თუთიყუში
ზაზუნა

როგორ ვაბანაოთ ზაზუნა

ზოგადად ზაზუნა ძალიან სუფთა და ადვილად…

ზაზუნა
კატა

როგორ მივაჩვიოთ კატა ქვიშას

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დავალება როდესაც კატა აგყავთ,…

კატის ქვიშა