ზოგადად ზაზუნა ძალიან სუფთა და ადვილად მოსავლელი ცხოველია და განსაკუთრებული სიტუაციების გარდა, მისი ბანაობა საჭირო არც არის.
მიუხედავად იმისა, რომ თავს ძალიან კარგად უვლიან, შეიძლება დადგეს მომენტი როდესაც მისი გასუფთავება იყოს საჭირო. რეალურად თქვენ უბრალოდ ეხმარებით გასუფთავებაში.
მითუმეტეს, თუ ვეტერინარი არ მოგცემთ რეკომენდაციას, ზაზუნების უმეტესობას არ სჭირდება დამატებითი გასუფთავება საპნით და წყლით.
ზაზუნას ბანაობის წესი
მაგრამ, თუ საჭირო გახდა ზაზუნას ბანაობა ან ზედმეტი ჭუჭყისგან გაწმენდა, ამისათვის ძალიან მარტივი პროცესია საჭირო, თუმცა საჭიროა ყურადღება და სიფრთხილის გამოჩენა.
პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ წყლის ტემპერატურა საკმარისად თბილია, რომ არ გამოიწვიოს ჰიპოთერმია. თუმცა არც ზედმეტად ცხელი არ უნდა იყოს.
გამოიყენეთ ზაზუნასთვის განკუთვნილი სპეციალური შამპუნი და ფრთხილად ჩამობანეთ თბილი წყლით. მაგრამ ფრთხილად იყავით და შამპუნი მოარიდეთ პირს და თვალებს.
მნიშვნელოვანია, რომ ოთახის სადაც ბანთ თქვენს ზაზუნას იყოს თბილი და ასევე, ის მოათავსეთ ოდნავ ღრმა კონტეინერში, რომ ადვილად არ გაიქცეს. წყალი დაახლოებით ზაზუნას მხრებს უნდა ფარავდეს, რადგან მან უპრობლემოდ შეძლოს დგომა.
როგორც კი მორჩებით პროცესს, კარგად გაამშრალეთ პირსახოცით და თავის გალიაში დააბრუნეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბოლომდე გაშრება.
ბოლოს კი კარგად გარეცხეთ კონტეინერი სადაც ზაზუნა აბანავეთ და თქვენც გულდასმით დაიბანეთ ხელები.
შეჯამება
როგორც აღინიშნა, ზაზუნას შეიძლება არც დაჭირდეს ბანაობა მაგრამ თუ ზედმეტად გაჭუჭყიანდა, შეგიძლიათ მიჰყვეთ ამ სტატიაში მოცემულ რეკომენდაციას და კარგად გაწმინდოთ თქვენი ცხოველი.