ძაღლისთვის ბრჭყალების დაჭრა თქვენთვის შეიძლება არასასიამოვნო პროცესი იყოს, მაგრამ ის მოვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
ბრჭყალები მუდმივად იზრდება და თუ დროულად არ მოხდა მათი მოჭრა, შესაძლოა მოხდეს მათი დახვევა და თათის ბალიშებში შეზრდა. ასევე, გრძელმა ბრჭყალებმა შეიძლება დისკომფორტი გამოიწვიოს სიარულის დროს.
ასე, რომ აუცილებელია ძაღლს ბრჭყალები დავაჭრათ დროულად, სისტემატიურად და სწორად.
ამისთვის დაგჭირდებათ:
- ბრჭყალების მაკრატელი
- ბრჭყალების ქლიბი
- სისხლდენის შემაჩერებელი საშუალება
- საწმენდი ბრჭყალებისთვის (მაგ. ბამბა)
ძაღლის ბრჭყალების დაჭრის ინსტრუქცია
თუ თქვენი ძაღლს სჭირდება ბრჭყალების მოჭრა, გაიგეთ თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს სწორად და უმტკივნეულოდ.
1. შეარჩიეთ კომფორტული პოზიცია
სანამ უშუალოდ პროცესს დაიწყებთ, მნიშვნელოვანია თავს კომფორტულად გრძნობდეთ როგორც თქვენ, ასევე თქვენი ძაღლი. ამისათვის, საჭიროა შეარჩიოთ კომფორტული პოზიცია.
ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და კომფორტულია, თუ გვერდით მიუჯდებით თქვენს ძაღლს და მის თათს მოაქცევთ თქვენი ხელის გულში.
ასევე, შეგიძლიათ მოთავსდეთ ძაღლის უკან და ამოატრიალოთ თათი. ამ შემთხვევაში, უფრო კარგად დაინახავთ ბრჭყალს და პროცესიც უფრო მარტივი გახდება.
თუ შენიშნეთ, რომ თქვენი ძაღლი არაკომფორტულად გრძნობს თავს, წკმუტუნს ან ყეფას დაიწყებს, ეცადეთ დაამშვიდოთ.
2. სწორად შეარჩიეთ გადასაჭრელი ადგილი
ბრჭყალების დაჭრის დროს მნიშვნელოვანია, რომ მოიჭრას რაც შეიძლება გრძელი ნაწილი ისე, რომ არ გამოვიწვოთ სისხლდენა.
ძაღლის ბრჭყალი შედგება მყარი შრისა და ცენტრში არსებული რბილი აპკისგან, რომელიც შედგება ნერვისა და სისხლძარღვებისგან.
თუ შემთხვევით გადაჭრით ამ რბილობს, დაიწყება სისხლდენა რაც ძალიან მტკივნეულია. ამიტომ, აუცილებელია იცოდეთ თუ სად უნდა გადაიჭრას ბრჭყალი.
ღია ფერის ბრჭყალზე უფრო ადვილია რბილობის გარჩევა მყარი შრისაგან, რადგან რბილობს ქვს მოვარდისფრო შეფერილობა. სასურველია ბრჭყალი გადაჭრათ რბილობიდან 2-3 მმ დაშორემით.
ვინაიდან მუქი ფერის ბრჭყალზე რთულია გავარჩიოთ საიდან იწყება ნერვი და სისხლძარღვები, უმჯობესია მოვჭრათ ცოტ-ცოტა და რაც უფრო მივუახლოვდებით რბილობს, ბრჭყალის შიგთავსში დაინახავთ ცარცისებრ მასას.
თუმცა, თავიდან რომ აირიდოთ არასწორ ადგილას გადაჭრა, შეგიძლიათ გამოიყენთო ბრჭყალების მაკრატელი სპეციალური განათებით, რისი მეშვეობითაც შეძლებთ დაინახოთ სად იწყება ნერვი.
3. დაიწყეთ ბრჭყალების დაჭრა
მას შემდეგ, რაც კომფორტულად მოთავსდებით და დარწმუნდებით რომ სწორ ადგილას ჭრით ბრჭყალს, შეგიძლიათ დაიწყოთ პროცესი.
მოათავსეთ ცერა თითი თათის ბალიშზე და თითები თათის ზედა მხარეს, ბრჭყალის ძირთან ახლოს. დაიწყეთ მოჭრა, თუმცა არ იჩქაროთ.
ძაღლის ბრჭყალების მოჭრის პროცესის დროს უნდა იყოთ მშვიდად და არ იჩქაროთ. არ მოჭრათ ბრჭყალი თუ ძაღლი მოძრაობს, რადგან შეიძლება ბრჭყალი გადაჭრათ არასწორ ადგილას და ატკინოთ.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი კუთხით მოახდინოთ ბრჭყალის გადაჭრა. ყოველთვის ეცადეთ, ბრჭყალი გადაჭრათ 45 გრადუსიანი კუთხით.
4. გაქლიბეთ ბრჭყალები
სასურველია, მოჭრის პროცესის დასრულების შემდეგ, გაქლიბოთ ძაღლის ბრჭყალები. ეს ხელს შეუწყობს თქვენს მეგობარს, რომ უფრო კომფორტულად იგრძნოს თავი.
გამოყავით ბრჭყალი ბეწვისგან, რათა უკეთ დაინახოთ და მოკლე მოძრაობებით დაიწყეთ ბრჭყალების გაქლიბვა. ეცადეთ არ გამოიყენოთ ძალა და არ გაქლიბოთ ბრჭყალის რბილობი.
თუ თქვენს ძაღლს პატარა ბრჭყალები აქვს, შეგიძლიათ მხოლოდ გაქლიბოთ და გამოტოვოთ დაჭრის პროცესი.
5. დააჯილდოვეთ თქვენი ძაღლი
მთლიანი პროცესის დასრულების შემდეგ, აუცილებლად დააჯილდოვეთ თქვენი ძაღლი საკვებით, მოფერებით, ან რაიმე მსგავსით.
ამით, ბრჭყალების მოჭრას გააიგივებთ სასიამოვნო პროცესთან და ყოველი მომდევნო პროცესი უფრო მარტივი იქნება თქვენთვის და თქვენი ძაღლისთვის.
შეჯამება
თქვენ უკვე იცით, თუ როგორ დააჭრათ ძაღლს ბრჭყალები სწორად და ამის შემდეგ უფრო კომფორტულად და თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს. ბრჭყალების დაჭრა მოვლის და ზრუნვის ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილია და ეხმარება ძაღლს რომ უფრო კომფორტულად იგრძნოს თავი.