Search
Close this search box.

როგორ ვასწავლოთ ძაღლს დაჯდომა

დამჯდარი ძაღლი ბუნებაში
სარჩევი

ერთ-ერთი მთავარი რამ რაც თქვენს ძაღლს უნდა ასწავლოთ, არის ჯდომა. სასურველია, ის პირველი ნაბიჯი იყოს გაწვრთნის დროს.

გარდა იმისა, რომ ამით თქვენ კიდევ უფრო დაიმორჩილებთ ძაღლს, ის ხელს შეუწყობს პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

ძალიან მნიშვნელოვანია სწორი დროისა და გარემოს შერჩევა, რადგან ყველა ძაღლი ერთ ასაკში არ სწავლობს დაჯდომას. თუმცა, უკეთესია ეს ლეკვობის პერიოდში მოხდეს, რადგან შემდეგ შეიძლება გვიან იყოს.

ძაღლისთვის ჯდომის სწავლების სწორი მეთოდი

ძაღლს ჯდომა შეიძლება სხვადასხვა გზით ასწავლოთ, მაგრამ ამ სტატიაში განვიხილავთ ყველაზე პოპულარულ და მარტივ მეთოდს.

1. შეარჩიეთ სწორი გარემო

მჯდომარე ძაღლი

პირველ რიგში, ეფექტური შედეგის მისაღწევად აუცილებელია კომფორტული გარემოს შექმნა. ასეთი ადგილი შეიძლება იყოს სახლი ან კონკრეტული ოთახი, რადგან ძაღლი უფრო მიჩვეულია ამ გარმეოს.

ასევე, უკეთესი იქნება თუ გააფრთხილებთ ოჯახის წევრებს არ იხმაურონ ან არ შეგიშალოთ ხელი, რადგან ამან შეიძლება ძაღლის ყურადღება გაფანტოს და ვერ მოახერხოს ფოკუსირება.

ზოგადად, როდესაც ძაღლს ასწავლით ჯდომას ან სხვა ახალ ბრძანებას, უმჯობესია ეს სახლში გააკეთოთ რადგან მას ნაკლდებად გაეფანტება გონება და ასევე, უფრო მშვიდად იგრძნობს თავს.

ასევე, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ გაწვრთნის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ძაღლის ჯიშზე და ასაკზე.

2. დააკვირდით ძაღლის განწყობას

თქვენი ძაღლის გაწვრთნისას აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ მის ქცევას და განწყობას. ის არ უნდა იყოს გადაღლილი ან მოწყენილი.

თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი ძაღლს ვარჯიშის დროს ფოკუსს კარგავს, მნიშვნელოვანია შესვენებები. ეს საშუალებას მისცემს თქვენს ძაღლს უფრო მეტი ყურადღება გადაიტანოს ვარჯიშზე.

ზოგადად, შესვენებები ნებისმიერი ტიპის ვარჯიშის ან გაწვრთნის დროს აუცილებელია, რადგან ძაღლი არ გადაიღალოს და თქვენი შრომა უფრო პროდუქტიული იყოს.

ასევე, თქვენი მხრიდან საჭიროა მოთმინება, რადგან ყველა ძაღლს სხვადასხვა დრო სჭირდება ახალი ბრძანების შესასწავლად. ამიტომაც, არ იჩქაროთ და მიეცით ლეკვს დრო რომ აღიქვას ყველაფერი.

3. მიიქციეთ ძაღლის ყურადღება

მიეცით ლეკვს საკვები

მას შემდეგ რაც დარწმუდნებით რომ თქვენი ლეკვი მზად არის ვარჯიშის დასაწყებად, დროა მოქმედებაზე გადახვიდეთ.

პირველ რიგში, თქვენ მისი ყურადღება უნდა მიიქციოთ და ამის მიღწევა საკვებით არის შესაძლებელი.

აიღეთ ხელში ნებისმიერი ტიპის საკვები, იქნება ეს ძაღლის სპეციალური საკვები თუ ძაღლისთვის სასარგებლო ხილი და აყნოსინეთ. ამოძრავეთ ხელი სხვადასხვა მიმართულებით და დააკვირდით ძაღლის რეაქციას და მოქმედებას.

მას შემდეგ რაც ყურადღებას მოგაქცევთ, დაანახეთ რომ საკვები ხელში გიჭირავთ. ამით ის გაიგებს რომ საკვები თქვენს ხელშია და მეტ ფოკუსირებას მოახდენს.

4. დაიწყეთ გაწვრთნა საკვებით

ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ გადახვიდეთ ვარჯიშზე. ამისათვის, მიუტანეთ საკვებიანი ხელი ცხვირთან და ნელა გადაატარეთ ხელი თავზე, ისე რომ ძაღლმა თავი ზემოთ ასწიოს.

ამოძრავეთ ხელი მანამ, სანამ ძაღლი ავტომატურად არ დაჯდება. მისი საჯდომი უნდა შეეხოს იატაკს.

გაიმეორეთ მოქმედება რამოდენიმეჯერ, რადგან ძაღლი მიეჩვიოს ამ მოქმედებას და ყოველი წარმატებული შედეგის შემდეგ, დააჯილდოვეთ საკვებით.

აუცილებლად გააკეთეთ შესვენებები, რადგან ძაღლი არ გადაიღალოს, ან არ მობეზრდეს პროცესი. შეგიძლიათ 2-3 წუთში ერთხელ გააკეთოთ ერთ წუთიანი შესვენება.

5. გამოიყენეთ სიტყვა “დაჯექი”

ასწავლეთ ძაღლს ჯდომა

მას შემდეგ რაც ლეკვი მიეჩვევა ამ ყველაფერს და უპრობლემოდ დაჯდება, შეგიძლიათ ასწავლოთ ბრძანება, რომელზეც ის ყოველთვის დაგემორჩილებათ.

მას შემდეგ, რაც თავზე გადაატარებთ ხელს და ის დაჯდომას დააპირებს, იხმარეთ სიტყვა “დაჯექი”.

ამით ლეკვი ამ სიტყვას დააკავშირებს ჯდომის მოქმედებასთან. ეცადეთ რამდენიმეჯერ გაიმეოროთ, რადგან კარგად გააანალიზოს და დააკავშიროს ბრძანება მოქმედებასთან.

6. გაიმეორეთ პროცესი საკვების გარეშე

როდესაც დარწმუნდებით, რომ ლეკვი მიეჩვია და გააანალიზა ყველაფერი და თქვენი ყველა მცდელობა წარმატებით სრულდება, დროა სცადოთ იგივე საკვების გარეშე.

თქვენ უნდა გააკეთოთ იგივე ხელის მოძრაობები საკვების გარეშე. ძაღლის ავტომატურად ფოკუსირდება ხელზე, რადგან ჰგონია რომ თქვენ საკვები გიჭირავთ.

რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე იხმარეთ სიტყვა “დაჯექი” რომ უფრო კარგად მიეჩვიოს და დააკავშიროს ყველაფერი ერთმანეთთან. წარმარტების შემთხვევაში აუცილებლად დააჯილდოვეთ საკვებით.

გაიმეორეთ პროცესი და რამდენიმე წარმატებული შედეგის შემდეგ ეცადეთ, რომ ხელის მოძრაობის გარეშე დასვათ.

თუ აქამდე ყველაფერი სწორად გააკეთეთ და ვარჯიშმა კარგად ჩაიარა, წესით ძაღლი თქვენს ბრძანებას უნდა დაემორჩილოს და დაჯდეს.

რამდენიმეჯერ გაიმეორეთ ეს და ყოველი წარმატებული შედეგის შემდეგ, შეაქეთ და დააჯილდოვეთ თქვენი ლეკვი.

დასკვნა

ძაღლისთვის დაჯდომის სწავლა ერთ-ერთი პირველი და აუცილებელი ბრძანებაა და უკეთესია ეს ლეკვობის პერიოდში მოხდეს, რადგან უფრო მარტივია. ვარჯიშისთვის შეარჩიეთ კომფორტული გარემო, გააკეთეთ შესვენებები და ყოველი წარმატებული შედეგის შემდეგ, მიეცით ჯილდო. თუ ამას თქვენი ძალებით ვერ შეძლებთ, მიმართეთ კინოლოგს.

პატრონი ხსნის ძაღლის საჩუქარს

რა ვაჩუქოთ ძაღლის პატრონს

ძაღლის პატრონისთვის საჩუქრის შერჩევა შეიძლება რთული იყოს, თუმცა ეს საკმაოდ სასიამოვნო პროცესია, რადგან თქვენ