Search
Close this search box.

როგორ მოვაშოროთ ძაღლს რწყილი

შავი ლეკვი წევს მწვანე დივანზე
სარჩევი

თუ თქვენს ძაღლს რწყილი გაუჩნდა, სასწრაფოდ უნდა მიიღოთ შესაბამისი ზომები და იზრუნოთ რწყილის მოცილებაზე.

ის იწვევს თქვენი შინაური ცხოველის გაღიზიანებას და მრავალი ძაღლი საკმაოდ მგრძნობიარეა მისი ნაკბენის მიმართ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის აქერცვლა, ნაწიბურები და ლაქები. გარდა ამისა, რწყილებმა შეიძლება გამოიწვიოს ჭიები და ანემია.

ასევე, რწყილები კბენენ არა მარტო ძაღლებს, არამედ ადამიანებსაც და შეიძლება თქვენი სახლი ძალიან მალე გაივსოს რწყილებით.

ამიტომ, აუცილებელია მათი სასწრაფოდ მოშორება არა მარტო ძაღლისგან, არამედ, თქვენი სახლიდანაც.

ცოტა რამ ძაღლის რწყილის შესახებ

რწყილი

იმისათვის რომ სწორად უმკურნალოთ ძაღლს და გაათავისუფლოთ რწყილებისგან, სასურველია გქონდეთ გარკვეული ინფორმაცია მათ შესახებ.

რწყილი სიცოცხლის ოთხ ეტაპს გადის – კვერცხი, ლარვა, ჭუპრი და ზრდასრული რწყილი.

ერთ რწყილს შეუძლია 2000-მდე კვერცხის დადება და ისინი 10 დღის განმავლობაში იქცევიან ლარვად.

ამ დროს ისინი უკვე იკვებებიან სისხლით და ჭუპრის ეტაპზე გადასვლისას, თუ იპოვიან ცხოველს, გადაიქცევიან ზრდასრულ რწყილად.

მნიშვნელოვანია ამ ეტაპების ცოდნა, რადგან რწყილის მოსაშორებელი სხვადასხვა წამალი სხვადასხვა ეტაპისთვისაა განკუთვნილი.

შეიძინეთ ეკოლოგიურად სუფთა რწყილების საწინააღმდეგო საყელო. მოქმედების ვადა – 8 თვე.

ძაღლის საყელო რწყილის საწინააღმდეგო

ძაღლის რწყილისგან გათავისუფლება

რა თქმა უნდა, ძაღლის რწყილების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო საშუალებაა პრევენციული ზომების მიღება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ რწყილისა და ტკიპების საწინააღმდეგო წამლები, მაგრამ არსებობს სხვა საშუალებები, როგორიცაა რწყილის საწინააღმდეგო საყელოები, სითხეები და აბები.

მიმართეთ თქვენს ვეტერინარს, რათა გაარკვიოთ რომელი პროდუქტია ყველაზე უსაფრთხო და შესაფერისი თქვენი ლეკვისთვის ან ძაღლისთვის.

თუ თქვენს ძაღლს უკვე ყავს რწყილები, ეს პრევენციული საშუალებები მოგცემთ გარკვეულ შედეგს, მაგრამ შეიძლება დაგჭირდეთ უფრო ძლიერი მედიკამენტის გამოყენება.

ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ რწყილის შამპუნი ან რომელიმე სწრაფი მოქმედების ქიმიური საშუალება, რომელიც რწყილს კლავს რამდენიმე საათში.

მოაშორეთ თქვენს ძაღლს რწყილები მარტივად სპეციალური სავარცხლის საშუალებით.

რწყილის სავარცხელი თეთრი

სახლის გაწმენდა ძაღლის რწყილებისგან

შავი ძაღლი დივანზე

თქვენი ძაღლის რწყილებისგან გათავისუფლება პრობლემის მხოლოდ დასაწყისია. აუცილებელია მათი მოშორება თქვენი სახლიდან. წინააღდეგ შემთხვევაში, თქვენს ძაღლს ისევ გაუჩნდება რწყილები და თავიდან მოგიწევთ მკურნალობა.

სახლის რწყილებისგან სრულად გათავისუფლება შეიძლება თვეები დაჭირდეს, თუმცა ეს აუცილებელია.

რამოდენიმე რეკომენდაცია, თუ როგორ შეიძლება მოვსპოთ ძაღლის რწყილი ჩვენი სახლიდან:

  • ხშირად გარეცხეთ ძაღლის სათამაშოები ცხელ წყალში საპნით ან სპეციალური საშუალებით.
  • გარეცხეთ თეთრეული, ხალიჩა ან სხვა მსგავსი ნივთი რომელსაც თქვენი ძაღლი შეხებია.
  • მტვერსასრუტით გაწმინდეთ იატაკი, ხალიჩები, დივანი, და სხვა.
  • თუ ძაღლი დაგყავთ მანქანით, აუცილებლად გაწმინდეთ თქვენი მანქანის ინტერიერი.
  • გამოიყენეთ რწყილის საწინააღმდეგო სპეციალური საშალებები, როგორიცაა სპრეი.

ასევე, გარდა ამისა, აუცილებელია ვეტერინართან კონსულტაცია, რადგან სწორად დაგეგმოთ მკურნალობის პროცესი და სწორი საშუალებები გამოიყენოთ.

შეჯამება

ძაღლისთვის რწყილების მოსაშორებლად, საჭიროა მიჰყვეთ გეგმას. გაითვალისწინეთ რწყილის სიცოცხლის ციკლის ეტაპები, გამოიყენეთ რწყილის მოსაშორებელი საშუალებები, გაათავისუფლეთ სახლი რწყილებისგან და გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინართან.

ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციის მისაღებად, თვალი ადევნეთ Woof.ge-ს ონლაინ ზოომაღაზიის სიახლეებს, ჩვენ საინტერესო მასალებს ყოველთვიურად გპირდებით.

პატრონი ხსნის ძაღლის საჩუქარს

რა ვაჩუქოთ ძაღლის პატრონს

ძაღლის პატრონისთვის საჩუქრის შერჩევა შეიძლება რთული იყოს, თუმცა ეს საკმაოდ სასიამოვნო პროცესია, რადგან თქვენ