Search
Close this search box.

როგორ ვუმკურნალოთ ართრიტით დაავადებულ ძაღლს

ართრიტიანი ძაღლი
სარჩევი

ართრიტის მქონე ძაღლებში გამოვლენილი სიმპტომების უმეტესობა ტკივილის შედეგია.

შედეგად, ძაღლებში ართრიტის მკურნალობა მიმართულია ტკივილის შესამცირებლად, ასევე კუნთოვანი მასისა და სახსრების მობილობის შენარჩუნებაზე.

სასარგებლო შედეგის მისაღწევად საუკეთესო საშუალება მკურნალობის ვარიანტების კომბინაციაა. მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებს, წონის მართვას და დიეტურ დანამატებს.

ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა დაზიანებული სახსრების იმპლანტებით ჩანაცვლებისთვის.

ართრიტის მკურნალობის ვარიანტები ძაღლებში

მიუხედავად იმისა, რომ ძაღლებში ართრიტის არსებობის შემთხვევაში სასურველია მიმართოთ პროფესიონალს, შეგიძლიათ, სხვადასხვა მეთოდით დროებით მაინც შეუმსუბუქოთ ტკივილი.

1. ვარჯიში და წონა

ძაღლი ვარჯიშის დროს

ვარჯიში მნიშვნელოვანია ართრიტიანი ძაღლებისთვის, მაგრამ ვარჯიში არ უნდა იყოს ძალიან დატვირთული, რადგან თავიდან აიცილოთ დაზიანებულ სახსრებზე ზედმეტი დატვირთვა.

არსებობს ვარჯიშის რამდენიმე ფორმა, რომელიც შეგიძლით გამოიყენოთ ართრიტის მქონე ძაღლებისთვის.

  • გასეირნება და მსუბუქი სირბილი
  • ცურვა
  • წყალქვეშა სარბენი ბილიკით ვარჯიში

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ძაღლის წონის რეგულირება ართრიტის შემთხვევაში, რადგან ზედმეტი ცხიმი გამოყოფს ჰორმონებს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ ანთება და სახსრების ტკივილი.

2. მედიკამენტებით მკურნალობა

ძაღლის მედიკამენტი

ართრიტიანი ძაღლების მედიკამენტებით მკურნალობის სხვადასხვა გზა არსებობს. ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (NSAID). ამ მედიკამენტების ჯგუფს მიეკუთვნება რიმადილი, მეტაკამი, დერამაქსი და სხვა.

ამ მედიკამენტებთან ერთად შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა ფენტანილი, ტრამადოლი და სხვა, რითაც შესაძლოა უკეთესი შედეგი მივიღოთ.

სხვადასხვა მედიკამენტის კომბინაციით ვამცირებთ წამლის დოზას, რაც ხელს უწყობს გვერდით მოვლენების გამოვლენის შემცირებას.

თუმცა, მედიკამენტის გვერდით მოვლენების მაქსიმალურად თავიდან ასარიდებლად, უმჯობესია გამოვიყენოთ მკურნალობის სხვა მეთოდებიც.

3. სპეციალური კვება

ძაღლის საკვები

ართრიტიანი ძაღლების მკურნალობისთვის, საკვებთან ერთად შესაძლოა გამოვიყენოთ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო დანამატები, როგორიცაა გლუკოსამინი, ქონდროიტინი და სხვა.

ასეთმა დანამატებმა შესაძლოა ძალიან კარგი შედეგი მოგცეთ და შეამსუბუქოს ტკივილი. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია, თუ სამკურნალო მედიკამენტებთან ერთად იქნება გამოყენებული.

შეჯამება

ართრიტი საკმაოდ მტკივნეულია ძაღლებისთვის და აუცილებლად საჭიროებს მკურნალობას. თუმცა, პროფესიონალის ჩარევის გარეშეც შეგიძლიათ შეუმსუბუქოთ ტკივილი სხვადასხვა მეთოდით, როგორიცაა ვარჯიში, მედიკამენტები და საკვები დანამატები.

პატრონი ხსნის ძაღლის საჩუქარს

რა ვაჩუქოთ ძაღლის პატრონს

ძაღლის პატრონისთვის საჩუქრის შერჩევა შეიძლება რთული იყოს, თუმცა ეს საკმაოდ სასიამოვნო პროცესია, რადგან თქვენ