Search
Close this search box.

რომელი ხილის ჭამა შეუძლია ძაღლს

ადამიანი ძაღლს სთავაზობს მარწყვს
სარჩევი

როგორც იცით, ხილი მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ იცოდით, რომ ის ასევე სასარგებლოა თქვენი ძაღლისთვის?

მიუხედავად იმისა, რომ ხილის ჭამა აუცილებელი არ არის ძაღლისთვის, ხილს შეუძლია გაამდიდროს ძაღლის ორგანიზმი ვიტამინებით და მინერალებით.

თუმცა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ყველა ხილი ერთნაირად სასარგებლო არ არის ძაღლისთვის და ზოგი ხილის ჭამა საერთოდ არ შეიძლება.

5 ხილი რომელიც შეგიძლიათ აჭამოთ ძაღლს

ამ სტატიაში ჩამოთვლილია ხილი, რომელიც თავისუფლად შეგიძლიათ აჭამოთ თქვენს ძაღლს. ასევე, ხილი კარგი საშუალებაა რათა ლეკვი მიაჩვიოთ ახალ საკვებს.

1. ვაშლი

ძაღლი და ვაშლები კალათით

ვაშლი ყოველთვის სასარგებლოა და შეგიძლიათ თქვენს ძაღლსაც აჭამოთ ცოტ-ცოტა ან შეურიოთ ძაღლის საკვებს. თუმცა, ეცადეთ არ შეურიოთ ვაშლის თესლი, რადგან ის შეიცავს მცირე ოდენობით ციანიდს. და სასურველია ვაშლი იყოს გათლილი.

ვაშლი ძაღლს ეხმარება კბილების გაწმენდაში და ასევე, ის შეიცავს სხვადასხვა ვიტამინს რაც კარგია ჯანმრთელობისთვის.

2. ბანანი

ბანანი ძაღლისთვის

ბანანი ძაღლისთვის სასარგებლო საკვებია და შეუძლია დაეხმაროს საჭმლის მონელებაში, რადგან შეიცავს დიეტურ ბოჭკოს. ასევე, ბანანი მდიდარია C ვიტამინითა და კალიუმით, რაც აუცილებელია ძაღლის ჯანმრთელი ზრდისა და განვითარებისთვის.

თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბანანი მაღალი კალორიულობის მქონე ხილია და მისი დიდი ოდენობით ჭამა სასურველი არ არის.

3. მარწყვი

ლეკვი და მარწყვი

მარწყვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და მინერალებით, რაც ხელს უწყობს ძაღლის იმუნური სისტემის გაუმჯობესებას. ასევე, ის შეიცავს წყალს. თუმცა, მარწყვის ფოთოლი შეიცავს მცირე რაოდენობის ტოქსინებს და მისი ჭამა ძაღლისთვის არ შეიძლება.

რაც შეეხება დოზირებას, მოზრდილი ძაღლისთვის რეკომენდებულია ერთი მარწყვი დღეში, ხოლო პატარა ძაღლისთვის, ნახევარი. მიუხედავად იმისა, რომ მარწყვი ძალიან სასარგებლოა, მნიშვნელოვანია დაიცვათ ზომიერება.

4. საზამთრო

საზამთრო და ძაღლი

ძაღლისთვის ძალიან კარგი ხილია საზამთრო და მას აქვს რამდენიმე სასარგებლო თვისება. პირველ რიგში, ის მდიდარია სხვადასხვა ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ორგანიზმს ეხმარებიან დეტოქსიკაციაში და უჯრედების დაცვაში. გარდა ამისა, საზამთრო ხელს უწყობს მონელებისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.

თუმცა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რამდენიმე საკითხი. აუცილებლად მოაცილეთ ქერქი და თესლები, რადგან მათი მონელება რთულია. ასევე, დაიცავით ზომიერება და არ აჭამოთ ძაღლს საზამთრო დიდი რაოდენობით, რადგან დიდმა დოზამ შესაძლოა გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება.

5. ნესვი

ნესვი ძაღლისთვის

ნესვი არის კიდევ ერთი სასარგებლო ხილი, რომელიც დანამატის სახით შეიძლება აჭამოთ ძაღლს. როგორც საზამთრო, ნესვი შეიცავს სხვადასხვა ვიტამინებს და მინერალებს, როგორებიცაა ვიტამინი A, C, E, კალიუმი და ნიაცინი. ეს ნივთიერებები ხელს უწყობს ძაღლის მხედველობის და იმუნური სისტემის გაუმჯობესებას.

თუმცა, ნესვს აუცილებლად მოაცილეთ ქერქი, რადგან მისმა ხისტმა და უხეშმა ტექსტურამ შეიძლება კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება გამოიწვიოს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია დავიცვათ ზომიერება ნესვის დოზირებისას, რათა თავიდან ავიცილოთ კუჭის გაბერვის ან დიარეის რისკი.

შეჯამება

ხილი სასარგებლოა როგორც ადამინისთვის, ასევე ძაღლებისთვის და შეგიძლიათ ის ძაღლის საჭმელშიც გაურიოთ. თუმცა მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომელი ხილი შეიძლება ჭამოს ძაღლმა და ასევე, რა დოზით შეიძლება მისი მიღება.

პატრონი ხსნის ძაღლის საჩუქარს

რა ვაჩუქოთ ძაღლის პატრონს

ძაღლის პატრონისთვის საჩუქრის შერჩევა შეიძლება რთული იყოს, თუმცა ეს საკმაოდ სასიამოვნო პროცესია, რადგან თქვენ