Search
Close this search box.

როგორ გადავიყვანოთ ლეკვი ჩვეულებრივ საკვებზე

თეთრი ლეკვი საკვებით სავსე ჯამთან
სარჩევი

სწორი კვება ლეკვებისა და ზრდასრული ძაღლების მოვლის მნიშვნელოვანი ნაწილია. ლეკვებს სჭირდებათ სპეციალური საკვები ზრდისა და განვითარებისთვის.

თუმცა, მოდის დრო როდესაც ლეკვი ზრდასრული ძაღლის საკვებზე უნდა გადავიყვანოთ და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ როდის და როგორ გავაკეთოთ ეს, რადგან ყველა ძაღლი სხვადასხვა ტემპით იზრდება.

გასათვალისწინებელია, რომ თუ თქვენ გააგრძელებთ ლეკვის საკვებით კვებას მას შემდეგ რაც ის ზრდას შეწყვეტს, ეს გამოიწვევს ძაღლის წონაში ზრდას რამაც შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემა.

საკვების ცვლილების გამოწვევები

ძაღლი საკვებით სავსე ჯამთან

საკვების შეცვლა ხშირად იწვევს გარკვეულ ცვლილებებს ძაღლის ქცევასა და ჯანმრთელობაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა შეიძლება მოხდეს და როგორ უნდა მოვიქცეთ სხვადასხვა სიტუაციაში.

ერთ-ერთი გამოწვევა საკვების ცვლილებისას არის დიარეა ან ღებინება. ამ დროს ძაღლის ორგანიზმი ეჩვევა ახალ საკვებს. თუ გამოვლინდა ასეთი სიმპტომები, შესაძლოა საჭირო გახდეს საკვების დოზის შემცირება ან გადასვლის პროცესის გახანგრძლივება.

ასევე, შეიძლება შენიშნოთ ძაღლის აქტიურობის ან ენერგიის დონის ცვლილება. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს იმით, რომ ახალი საკვები შეიცავს სხვადასხვა რაოდენობით კალორიებს ან ნუტრიენტებს. თუ დაინახავთ, რომ ძაღლი გახდა უფრო აქტიური ან პირიქით – ზარმაცი, შეიძლება საჭირო გახდეს ვარჯიშის რეჟიმის კორექტირება.

მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ ყოველი ძაღლი განსხვავებულად რეაგირებს კვებითი ცვლილებებზე. ამიტომ, მოთმინებითა და ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ ძაღლის რეაქციას და საჭიროების შემთხვევაში, შევცვალოთ სტრატეგია ან მივმართოთ ვეტერინარს.

როდის გადავიყვანოთ ლეკვი ზრდასრული ძაღლის საკვებზე

ზოგადად, ძაღლი ლეკვად ითვლება დაახლოებით ერთ წლამდე. თუმცა, სხვადასხვა ჯიში სხვადასხვა სიჩქარით იზრდება.

მაგალითად, ძაღლის დიდი ჯიში ლეკვად შეიძლება ჩაითვალოს ორ წლამდე და შესაბამისად, უნდა დავტოვოთ ლეკვის საკვებზე. ხოლო, ზოგიერთი პატარა ძაღლის ჯიში ზრდასრულ ზომას აღწევს ერთ წლამდე.

ვეტერინარი საუკეთესო საშუალებაა, რათა გაიგოთ თუ როდის მიაღწევს თქვენი ლეკვი ზრდასრულ ასაკს.

როდესაც შეამჩნევთ რომ ლეკვი წყვეტს ზრდას, მაგრამ წონაში ჯერ კიდევ არ იმატებს, ეს საუკეთესო დროა საკვების შეცვლისთვის.

ამიტომაც, დააკვირით თქვენი ლეკვის წონას და ზრდას და პატარა დოზებით მიეცით ახალი საკვები.

როგორ მივაჩვიოთ ლეკვი ახალ საკვებს

ლეკვის საჭმელი

აუცილებელია ლეკვის საკვებიდან ზრდასრული ძაღლის საკვებზე გადასვლა მოხდეს ეტაპობრივად, რადგან თავიდან აირიდოთ კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა პრობლემა.

პირველ რიგში, აირჩიეთ სასურველი ძაღლის საკვები და ძაღლის წონის მიხედვით, შეარჩიეთ დოზა. ამაში შეგიძლიათ ვეტერინარი დაიხმაროთ.

შემდეგ, ლეკვის საკვებს შეურიეთ ცოტ-ცოტა ზრდასრული ძაღლის საკვები და ნელ-ნელა გაზარდეთ დოზა და შეამცირეთ ლეკვის საკვები.

საკვების ცვლილების დროს დააკვირდით ძაღლის მადას და კუჭის მოქმედებას. თუ დიარეა ან ღებინება შენიშნეთ, შეამცირეთ დოზა, შეცვალეთ საკვები ან მიმართეთ ვეტერინარს.

შეჯამება

ლეკვის საკვებიდან ზრდასრული ძაღლის საკვებზე გადაყვანა მნიშვნელოვანი პროცესია. Გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინართან, შეარჩიეთ სწორი საკვები, დოზა და დრო თუ როდის დაიწყოთ ახალი საკვების მიცემა თქვენი ძაღლისთვის.

პატრონი ხსნის ძაღლის საჩუქარს

რა ვაჩუქოთ ძაღლის პატრონს

ძაღლის პატრონისთვის საჩუქრის შერჩევა შეიძლება რთული იყოს, თუმცა ეს საკმაოდ სასიამოვნო პროცესია, რადგან თქვენ