Search
Close this search box.

როგორ ვასწავლოთ ძაღლს მოტანა

ძაღლი ჯოხით
სარჩევი

ძაღლთან თამაში ძალიან სასიამოვნოა და ნივთის მოტანა ერთ-ერთი საუკეთესო თამაშია ძაღლისთვის.

რა თქმა უნდა, ძაღლმა არ იცის როგორ უდნა მოიტანოს ნივთი, იქნება ეს სათამაშო თუ ჯოხი, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მარტივად ასწავლოთ.

გაწრთვნილ და მორჩილ ძაღლთან თამაში, რომელმაც იცის სხვადასხვა ბრძანება, კიდევ უფრო სასიამოვნოა როგორც პატრონისთვის, ასევე ძაღლისთვის.

1. დაიწყეთ ჯდომით

ძაღლთან ნებისმიერი თამაშის დასაწყებად, მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა ძაღლმა იცოდეს ბრძანება “დაჯექი”.

პირველ რიგში, ეს კარგია იმიტომ, რომ ის უკვე მიჩვეულია ბრძანების სწავლას და ასევე, ვარჯიშის დაწყებისას ის უფრო მორჩილი იქნება.

თქვენ მარტივად შეგიძლიათ ასწავლოთ ძაღლს დაჯდომა, რადგან ის ერთ-ერთი მარტივი ბრძანებაა, რომელიც ლეკვს შეგიძლიათ ასწავლოთ.

2. გაგზავნეთ ნივთის მოსატანად

ძაღლი თამაშობს ბურთით

ვარჯიშის დაწყებამდე, უბრძანეთ ძაღლს რომ დაჯდეს და დარწმუნდით რომ ის წყნარად ზის და არ დარბის.

ხოლო ნივთის მოტანის ბრძანების სასწავლებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ტიპის ძაღლის სათამაშო, როგორიცაა ბურთი ან თუნდაც ჯოხი.

პირველ რიგში, გადააგდეთ ბურთი და დაავალეთ, რომ მოგიტანოთ. დაიწყეთ ბურთის მცირე მანძილზე სროლით. როგორც წესი, ძაღლები ბუნებრივად მისდევენ ბურთს და თუ ეს ასეა, მაშინ ვარჯიშის პირველი ეტაპი დასრულებულია.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ძაღლი ბუნებრივად არ გაეკიდა ბურთს, მაშინ საჭიროა ჯერ ბურთით ეთამაშოთ და მიაჩვიოთ მას.

3. მოატანინეთ ნივთი

შემდეგ ორ ნაბიჯს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ძაღლისთვის ნივთის მოტანის სასწავლებლად და ეს ყველაზე რთული ეტაპია.

ეს არის ნივთის მოტანა და შემდეგ დაგდება. თუ მან ეს არ გააკეთა, ესე იგი, ის ვერ ხვდება თქვენს განზრახვას.

სანამ ძაღლთან ერთად ითამაშებთ, დარწმუნდით, რომ მას კარგად ესმის ბრძანება “მოდი”. როგორც კი თქვენი ძაღლი აიღებს ბურთს, მაშინვე თქვით „მოდი“ და მიუდექით პოზიტიურად – გამოიყენეთ მხიარული ტონი, მიეფერეთ, შეაქეთ და ა.შ.

თუ თქვენს ძაღლს უჭირს ამ ეტაპის გადალახვა, ეცადეთ შეამციროთ ბურთის გადაგდების მანძილი.

4. ასწავლეთ ნივთის დაგდება

ძაღლი ბურთით

მას შემდეგ, რაც ნივთს მოიტანს ძაღლი, უნდა ასწავლოთ რომ დააგდოს თქვენს წინ. ამისთვის კი შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი ბრძანებები, როგორიცაა “გაუშვი” ან “დააგდე”.

ეს ბრძანება გამოიყენეთ მაშინვე, როგორც კი ბურთს მოგიტანთ და თუ მას შემთხვევით გაუვარდა ნივთი, შეაქეთ და ისევ გადააგდეთ ბურთი თავიდან მოსატანად.

თუ თქვენი ძაღლი უარს იტყვის ბურთის გაშვებაზე, შეგიძლიათ სანაცვლოდ წასახემსებელი მისცეთ. თუმცა, სანამ საკვებით დააჯილდოებთ, ბურთი ხელში უნდა გეჭიროთ, რადგან მიხვდეს თუ რატომ აჯილდოებთ.

ასევე, კარგი მიდგომაა ორი ბურთის გამოყენება. როდესაც პირველ ბურთს მოიტანს, გამოაჩინეთ მეორე და დიდი ალბათობით, ის დააგდებს ბურთს და დაელოდება მეორეს როდის გადააგდებთ მოსატანად.

თუმცა, ეს ტაქტიკა შეიძლება არ იყოს ეფექტური ყველა ძაღლისთვის, რადგან ზოგიერთი უარს ამბობს ბურთის დათმობაზე, რომელიც უკვე აქვს.

შეჯამება

ძაღლისთვის ბურთის მოტანის ბრძანების სწავლება ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა, რადგან ის გართობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ხოლო მოტანის ბრძანების სწავლება ძაღლისთვის საკმაოდ მარტივია, თუ მიუდგებით პოზიტიურად, გამოიჩენთ მოთმინებას და მიყვებით წესებს.

ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციების მისაღებად, თვალი ადევნეთ ზოომაღაზია Woof.ge-ს, ჩვენ ყოველთვიურად გპირდებით საინტერესო სტატიებს შინაური ცხოველებისა და მათი მოვლის შესახებ.

პატრონი ხსნის ძაღლის საჩუქარს

რა ვაჩუქოთ ძაღლის პატრონს

ძაღლის პატრონისთვის საჩუქრის შერჩევა შეიძლება რთული იყოს, თუმცა ეს საკმაოდ სასიამოვნო პროცესია, რადგან თქვენ