Search
Close this search box.

როგორ გავაქროთ ძაღლის სუნი სახლიდან

ლეკვი დივანზე
სარჩევი

ძაღლს, როგორც ყველა ცხოველს, სპეციფიკური სუნი აქვს და თუ თქვენ ხშირად არ გაწმენდთ სახლს, ეს სუნი დაგროვდება, რაც საკმაოდ უსიამოვნოა.

სხვადასხვა ავეჯმა, ხალიჩამ ან სხვა რბილმა ნივთმა შეიძლება შეიწოვოს ძაღლის სუნი. თქვენ შეიძლება შეეჩვიოთ და ვერ შეამჩნიოთ სუნი, მაგრამ თქვენი სტუმრები აუცილებლად იგრძნობენ მას.

საბედნიეროდ, არსებობს სხვადასხვა მეთოდი, რომლის დახმარებითაც შეძლებთ სახლიდან გააქროთ ძაღლის სუნი.

1. გაწმინდეთ ხალიჩა და რბილი ავეჯი

დივანი

ერთ-ერთი მთავარი ადგილი სადაც ძაღლის სუნი შეიძლება დაგროვდეს არის ხალიჩები და რბილი ავეჯი.

მიუხედავად იმისა, რომე თქვენი ძაღლი შეიძლება არ ადიოდეს დივანზე და არ წვებოდეს ხალიჩაზე, მისი ბეწვი ან ნერწყვი მაინც მოხვდება მას. შესაბამისად, რბილი ავეჯი და ხალიჩა შეიწოვს ძაღლის სუნს და მის მოსაშორებლად საჭიროა შესაბამისი პროცესის გავლა.

დაიწყეთ ავეჯის გადასაფარებლის და ბალიშის ჩასადების გარეცხვით ან წმენდით. შემდეგ გამოიყენეთ მტვერსასრუტი ბეწვის მოსაშორებლად.

ამის შემდეგ, გაწმინდეთ ქსოვილი შამპუნით და გამოიყენეთ ნეიტრალიზატორი დარჩენილი სუნის მოსაშორებლად.

ავეჯის შემდეგ კი გაწმინდეთ თქვენს სახლში არსებული ყველა ხალიჩა. თუ გაქვთ დრო, უმჯობესია ხალიჩები გაირეცხოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი კარგად გაწმინდეთ მტვერსასრუტით და გამოიყენეთ საწმენდი სითხეები და სხვა საშუალებები.

2. გაწმინდეთ საწოლი სოდის გამოყენებით

ძაღლი საწოლზე

შემდეგი ეტაპი ძაღლის სუნის გაქრობისთვის, არის თქვენი საწოლის და თეთრეულის გასუფთავება. ამისათვის, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა სოდა.

პირველ რიგში, გარეცხეთ თეთრეული და შემდეგ გაწმინდეთ საწოლი სოდით. ის ასევე შეიძლება გამოიყენოთ ავეჯის წმენდის დროს, რადგან ძალიან კარგად აქრობს არასასიამოვნო სუნს.

თუმცა, სანამ სოდით გაწმენდთ საწოლს, პირველ რიგში, გაწმინდეთ ის მტვერსასრუტით, რადგან მოაშოროთ ძაღლის ბეწვი. შემდეგ კი სოდის გამოყენებით გაწმინდეთ საწოლი, ტუმბოები, მატრასი.

ზოგადად სოდა ძალიან კარგად იწოვს სუნს, ამიტომაც, შეგიძლიათ სოდის ღია შეფუთვა დადოთ ძაღლის საწოლთან.

3. ხშირად გამოიყენეთ მტვერსასრუტი

მტვერსასრუტი არის შესანიშნავი და აუცილებელი საშუალება თქვენი სახლის ძაღლის სუნისგან თავის დასაცავად.

რაც უფრო ხშირად გაწმენდთ სახლს მტვერსასრუტით, მით უკეთეს შედეგს მიიღებთ. იმისათვის, რომ ეფექტურ შედეგს მიაღწიოთ, რეკომენდებულია იატაკისა და ავეჯის მტვერსასრუტით წმენდა კვირაში ერთხელ მაინც.

თუმცა, თუ თქვენ ძაღლს დიდი ოდენობით ბეწვი ცვივა, ან ზოგადად ბეწვის ცვენის პერიოდი აქვს, შეიძლება მტვერსასრუტით წმენდა ყოველდღე ან ყოველ მეორე დღეს იყოს საჭირო.

4. გამოიყენეთ ძმარი

რბილი ავეჯის, ხალიჩების და საწოლის გარდა ხის იატაკიც იწოვს ძაღლის სუნს, ამიტომ აუცილებელია ნებისმიერი ტიპის ზედაპირის მქონე იატაკის რეგულარული წმენდა.

რა თქმა უნდა, მტვერსასრუტით წმენდა აუცილებელია, თუმცა ასევე ძალიან კარგი საშუალებაა ძმარი. თქვენ შეგიძლიათ ძმარი შეურიოთ წყალს და მიიღებთ ძალიან კარგ საწმენდ საშუალებას იატაკისთვის.

ძმარში არსებული მჟავიანობა ხელს უწყობს სუნის განეიტრალებას. თუმცა, პირველ რიგში მოასუფთავეთ იატაკი მტვერსასრუტით და შემდეგ გაწმინდეთ ძმრით.

5. ხშირად აბანავეთ ძაღლი

ძაღლის დაბანვა

გარდა სახლის დასუფთავებისა, მნიშვნელოვანია ზოგადად ძაღლის მოვლა და მისი ჰიგიენა. ძაღლის რეგულარულად დაბანვა შამპუნით არის მარტივი და ეფექტური გზა, რათა თქვენი ოთახები იყოს სუფთა და ძაღლის სუნისგან გათავისუფლებული.

ძაღლისთვის შამპუნის არჩევისას მნიშვნელოვანია მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება. ზოგიერთ ძაღლს შეიძლება ჰქონდეს მგრძნობიარე კანი ან ალერგია და სჭირდებოდეს ნაზი და ჰიპოალერგიული შამპუნი.

ასევე, გასათვალისწინებელია რომ დაბანვის შემდეგ, კარგად გაამშრალოთ ძაღლი.

დაბანვის გარდა, მნიშვნელოვანია თქვენი ძაღლის ჰიგიენის დაცვა დავარცხნით და კბილების რეგულარული გახეხვით. დავარცხნა ხელს უწყობს ფხვიერი ბეწვისა და ჭუჭყის მოცილებას.

კბილების რეგულარული გახეხვა ასევე დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ძაღლის სხვადასხვა სტომატოლოგიური პრობლემები და უსიამოვნო სუნის გავრცელება.

შეჯამება

ასე, რომ სახლიდან ძაღლის სუნის მოსაშორებლად აუცილებელია სახლის რეგულარული დასუფთავება, ძაღლის დაბანვა და კბილების გახეხვა. გაწმინდეთ იატაკი, ავეჯი და ხალიჩები მტვერსასრუტით, გამოიყენეთ სოდა, ძმარი ან სპეცილური საშუალებები სხვადასხვა ზედაპირის წმენდისას.

პატრონი ხსნის ძაღლის საჩუქარს

რა ვაჩუქოთ ძაღლის პატრონს

ძაღლის პატრონისთვის საჩუქრის შერჩევა შეიძლება რთული იყოს, თუმცა ეს საკმაოდ სასიამოვნო პროცესია, რადგან თქვენ