როგორ მოვუაროთ ლეკვს

თუ თქვენ ლეკვის აყვანა გაქვთ გადაწყვეტილი, აუცილებელია ამისთვს მომზადება და სხვადასხვა დეტალის გათვალისწინება.

ზოგადად, ლეკვზე ზრუნვა დიდი პასუხისმგებლობაა და მზად უნდა იყოთ სხვადასხვა სირთულეებისთვის, გმართებთ მოთმინება და ზრუნვა.

თუ მზად ხართ ამისთვის, მაშინ თქვენ უნდა იცოდეთ თუ რისი გაკეთება მოგიწევთ და როგორ უნდა მოუაროთ ლეკვს, რადგან მან თავი ბედნიერად იგრძნოს.

1. მოამზადეთ სახლი

ხალიჩაზე წამოწოლილი ძაღლი

ყველა ადამიანმა, ვისაც სახლში ახალშობილი ყავს, იცის, რომ მისი უსაფრთხოება მნიშვნელოვანია. იგივე ეხება ლეკვს.

ლეკვები ბუნებრივად ცნობისმოყვარეები არიან და სურთ შეისწავლონ თავიანთი ახალი ტერიტორია.

ამიტომ, თქვენი ლეკვისთვის უსაფრთხო სივრცის შესაქმნელად, დაიწყეთ ადგილის გამოყოფა, რომელიც გახდება ლეკვის ახალი ტერიტორია პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში.

ამ ტერიტორიას მოარიდეთ გარკვეული ნივთები, როგორიცაა ელექტრო კაბელები, ქიმიკატები, მცენარეები, მსხვრევადი ნივთები, ძვირფასი ნივთები. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია რეგულარულად გაწმინდოთ ეს ტერიტორია, რადგან თავიდან აირიდოთ საფრთხეები.

2. მოიმარაგეთ ლეკვის საკვები

ლეკვის საკვები

აუცილებლად მოიმარაგეთ ლეკვის საკვები და უმჯობესია ეს გააკეთოთ მანან, სანამ ლეკვს სახლში მოიყვანთ.

მნიშვნელოვანია აირჩიოთ სწორი საკვები თქვენი ლეკვისთვის, რომელიც იქნება ნივთიერებებით მდიდარი და ხელს შეუწყობს მის სწორ ზრდას. აუცილებელია, რომ ლეკვმა მიიღოს ყველა საჭირო საკვები ნივთიერება.

სწორი საკვების შერჩევა დაგეხმარებათ, უფრო მარტივად გადაიყვანოთ ლეკვი ძაღლის საკვებზე.

ასევე, მნიშვნელოვანია სხვადასხვა აუცილებელი ნივთის მომარაგება, როგორიცაა საბელი, თასი საკვებისთვის, საძილე ყუთი და სათამაშოები. ეს ლეკვს დაეხმარება უკეთ მიეჩვიოს ახალ ტერიტორიას და თავი მოწყენილად არ იგრძნოს.

3. გამოყავით ადგილი ლეკვის დასაძინებლად

მძინარე ლეკვი

აუცილებელია ადგილის გამოყოფა სადაც თქვენი ლეკვი დაიძნებს. რა თქმა უნდა, ის შეიძლება თქვენს საწოლზეც მშვენივრად მოკალათდეს, თუმცა უმჯობესია შეიძინოთ ძაღლისთვის განკუთვნილი საწოლი.

ლეკვი უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს და ამავდროულად, მიეჩვევა და ეცოდინება რომ ეს მისი საწოლია.

თუ ლეკვს მიაჩვევთ თქვენს საწოლში ძილს, შეიძლება გაგიჭირდეთ გადაჩვევა და ის აღარასდროს აღარ დაწვეს მისთვის განკუთვნილ ადგილას.

ამიტომაც, აუცილებელია თავიდანვე გამოუყოთ ადგილი და მიაჩვიოთ იქ ძილს. ამით თქვენც დაისვენებთ და ლეკვიც მშვიდად იქნება.

მოგვიანებით შეგიძლიათ შეიძინოთ ძაღლის სახლი და მიაჩვიოთ იქ ძილს.

4. მიაჩვიეთ სპეციალურ ადგილას მოსაქმებას

ლეკვი ბალახში

ლეკვებს საკმაოდ ხშირად უნდათ მოსაქმება, ამიტომაც მნიშვნელოვანია რომ თავიდანვე გამოუყოთ ადგილი და მიაჩვიოთ იქ მოსაქმებას.

შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური საფენები ან უბრალოდ ტილო დააფინოთ. თქვენი მიზანია, რომ მიაჩვიოთ ერთ კონკრეტულ ადგილზე მოსაქმებას.

ასევე, აუცილებელია ხშირად გაიყვანოთ ეზოში და იქ მოისაქმოს. ამით ლეკვი ნელ-ნელა მიეჩვევა გარეთ მოსაქმებას და გადაეჩვევა სახლში მოშარდვას.

თავიდან შეიძლება გაგიჭირდეთ და რამოდენიმეჯერ უადგილო ადგილასაც კი მოისაქმოს, მაგრამ თუ თქვენ ხშირად გაიყვანთ გარეთ და სახლშიც გამოუყოფთ ადგილს, ის მალე მიეჩვევა და პრობლემაც მოგვარდება.

5. ავარჯიშეთ

ავარჯიშეთ ლეკვი

მნიშვნელოვანია, რომ ლეკვის გაწვრთნა პატარა ასაკიდანვე დაიწყოთ. გაწვრთნილი ძაღლი ყოველთვის უფრო მორჩილია, რაც თავიდან აგარიდებთ მრავალ პრობლემას.

ლეკვის გაწვრთნით, უფრო ძლიერ კავშირს დაამყარებთ მასთან და ასევე, დაგეხმარებათ დაიცვათ თქვენი ლეკვი ნებისმიერ პოტენციურად საშიშ სიტუაციაში.

მაგალითად, გარდა გარეთ მოსაქმებისა, შეგიძლიათ ლეკვს ასწავლოთ დაჯდომა. ეს ერთ-ერთი მარტივი ბრძანებაა.

შემდგომ უკვე შეგიძლიათ ასწავლოთ თამაშთან, ქცევასთან ან საკვების მიღებასთან დაკავშირებული ბრძანებები.

6. მიიყვანეთ ვეტერინართან

ლეკვი ვეტერინართან

ლეკვის ვეტერინართან მიყვანა უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია. რაც შეიძლება მალე უნდა გააკეთოთ ეს, რადგან დარწმუნდეთ მის ჯანმრთელობაში.

თქვენ გაიგებთ მეტ ინფორმაციას თქვენს ლეკვზე, რა სჭირდება მას, როგორი საკვები უნდა მიიღოს, რა სიხშირით უნდა ატაროთ ვეტერინართან და როდის დასჭირდება აცრა.

უმჯობესია, თავიდანვე მიიყვანოთ ლეკვი ვეტერინართან, რადგან მიიღოთ ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც უფრო გაგიადვილებთ ლეკვის მოვლას.

შეჯამება

ლეკვის მოვლა მოითხოვს ყურადღებას, მოთმინებას და ზრუნვას. სათანადო კვება, ვარჯიში, თამაში და ვეტერინართან ვიზიტები რუტინის ნაწილი უნდა იყოს. ამით თქვენ ხელს შეუწყობთ ლეკვის სწორ ზრდას და ის ჩამოყალიბდება ჯანმრთელ, დამჯერე და ძლიერ ძაღლად.