ყურის წმენდა თქვენი ძაღლის მოვლის ერთ-ერთი განუყოფელი და აუცილებელი ნაწილია, რომელიც ძალიან მარტივად შეგიძლიათ შეასრულოთ.
ყველა ჯიშის ძაღლს სჭირდება რეგულარული ყურის წმენდა, თუმცა ზოგიერთი ძაღლი ითხოვს უფრო ხშირ და საფუძვლიან გაწმენდას. განსაკუთრებით ყურის ინფექციებისადმი მიდრეკილი ძაღლები.
საბედნიეროდ, ძაღლის ყურების წმენდა ძალიან მარტივი პროცესია რომელიც თქვენ თვითნ შეგიძლიათ ჩაატაროთ და არ საჭიროებს ვეტერინარის ჩარევას. ასევე, ეს კარგი დროა გაზომოთ ძაღლის ტემპერატურა.
როგორ გამოვუწმინდოთ ძაღლს ყურები
გაიგეთ, თუ როგორ გაუწმინდოთ თქვენს ძაღლს ყურები მარტივად და ყველანაირი პრობლემის გარეშე.
1. მოამზადეთ ძაღლი ყურების გასაწმენდად

პირველ რიგში საჭროა, რომ თქვენც და თქვენი ძაღლი მოემზადოთ ყურების გასუფთავებისთვის. ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი აბაზანაა და სასურველია ეს მოხდეს ძაღლის ბანაობამდე.
გაითვალისწინეთ, რომ ძაღლმა შეიძლება თავი გააქნიოს წმენდის დროს და ოთახის დასვრისგან თავის ასარიდებლად, მოახვიეთ პირასხოცი.
ასევე, გაწმენდამდე, აუცილებლად შეამოწმეთ ყურები რადგან გაარკვიოთ თუ რამდენად ჭუჭყიანია ძაღლის ყურები. თუ ზედმეტი ბეწვი აქვს ყურში, შესაძლოა მისი მოჭრა გახდეს საჭირო და ა.შ.
ყურის გასუფთავებისთვის წინასწარ მოიმარაგეთ საჭირო ნივთები, როგორიცაა ყურის საწმენდი საშუალება, ბამბა (ან ყურის საწმენდი ჩხირი), მაკრატელი ან პინცეტი ყურიდან ზედმეტი ბეწვის მოსაშორებლად და პირსახოცი.
არათემატური შეხსენება: ჩვენ ონლაინ მაღაზიაში ძაღლის აქსესუარები ფართო არჩევანით არის წარმოდგენილი, შეძენილ პროდუქციას კი ადგილზე მოგიტანთ!
2. ჩააწვეთეთ ყურის საწმენდი სითხე

ძაღლის ყურების დასამუშავებლად, რეკომენდებულია გამოიყენოთ მაღალი ხარისხის, ვეტერინარული ყურის საწმენდი სითხე. ფრთხილად გადაუწიეთ ყური და შიგნით ჩააწვეთეთ რამდენიმე წვეთი. მკაცრად მიჰყევით პროდუქტის ინსტრუქციებს სწორი გამოყენებისთვის.
ხარისხიანი საწმენდი სითხე დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ ნებისმიერი პოტენციური პრობლემა, როგორიცაა გაღიზიანება, ინფექცია ან სმენის დაზიანება. იყავით ფრთხილად და ყოველთვის მიჰყევით პროდუქტის მითითებებს. გამოიყენეთ სანდო ბრენდის საშუალებები, რომლებსაც ექნებათ ვეტერინარების რეკომენდაცია.
3. გაუკეთეთ ყურის მასაჟი

საწმენდი საშალების ყურში ჩაწვეთების შემდეგ, დაიწყეთ ყურის ძირის მასაჟი, ქვედა ნაწილზე, ყბის მახლობლად, სადაც ხრტილის შეგრძნება შეიძლება.
მასაჟით თქვენ დაეხმარებით გამწმენდ საშუალებას კარგად მოედოს ყურის არხის კედლებს და ყურის ჭუჭყის დარბილებაში.
რამდენიმე წამიანი მასაჟის შემდეგ შეგიძლიათ გაუშვათ და ნება მისცეთ თქვენს ძაღლს თავი გააქნიოს.
4. გაწმინდეთ ძაღლის ყური

ამის შემდეგ, ოდნავ დაასველეთ ბამბა ყურის საწმენდით და ამოუწმინდეთ ყური. ბამბის გარდა შეგიძლიათ გამოიყენოთ მარლა. დაძალების გარეშე, ყურის არხში ჩადით იქამდე, სანამ შეძლებთ.
თუ ყური კვლავ ჭუჭყიანი მოგეჩვენათ, გაიმეორეთ პროცედურა. თუ თქვენი ძაღლის ყური გაწითლდება ან ეტკინება, ცოტა ხნით შეწყვიტეთ პროცედურა.
გადადით მეორე ყურზე და გაიმეორეთ პროცედურა. გაუსუფთავეთ ყურის ზედა ნაწილი ჭუჭყის არსებობის შემთხვევაში და გაამშრალეთ. დასასრულს, აუცილებლად დააჯილდოვეთ საკვებით ან რაიმე მსგავსით.
არათემატური შეხსენება: იმისათვის, რომ თქვენი ძაღლი მუდამ მხიარულად იყოს, ამისთვის ძაღლის სათამაშო დაგჭირდებათ! შეძენილ პროდუქციას კი ადგილზე მოგაწვდით.
შეჯამება
Ძაღლებში, ყურში ჭუჭყი გროვდება უფრო სწრაფად, ვიდრე ადამიანებში. ზოგიერთ ძაღლს თვეში ერთხელ სჭირდება ყურის გამოწმენდა, სხვებს კი უფრო ხშირად. რეგულარულად შეამოწმეთ თქვენი ძაღლის ყურები თუმცა გახსოვდეთ, ძაღლის ყურის გადაჭარბებულმა გაწმენდამ შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება, ხოლო არასრულფასოვნმა წმენდამ, ზედმეტი ჭუჭყის დაგროვება.