Search
Close this search box.

როგორ გავზომოთ ძაღლის ტემპერატურა

ელექტრო თერმომეტრი ძაღლისთვის
სარჩევი

იცით თუ არა რა არის თქვენი ძაღლის სხეულის ნორმალური ტემპერატურა? შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ძაღლის სხეულის ნორმალური ტემპერატურა თქვენსაზე მაღალია.

სწორედ ამიტომ გრძნობს თავს ძაღლი ასე თბილად და მყუდროდ ცივ ამინდში.

როგორც ძაღლის პატრონმა, მნიშვნელოვანია იცოდე როგორ შეამოწმო ძაღლის ტემპერატურა, რა არის ნორმალური ტემპერატურა და რა გააკეთო, თუ ტემპერატურა ნორმაზე მაღალია.

გაითვალისწინეთ, რომ ძაღლის ტემპერატურის გასაზომად საჭიროა ორი ადამიანი.

ძაღლის ტემპერატურის გაზომვის მეთოდები

ძაღლის ტემპერატურის გაზომვის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, თუმცა ამ სტატიაში გაეცნობით სამ მეთოდს.

1. რექტალური მეთოდი

სიცხის გაზომვა ძაღლისთვის რექტალური მეთოდი

პირველი და ყველაზე ზუსტი მეთოდი ძაღლის ტემპერატურის გაზომვისას არის რექტალური მეთოდი. Შესაძლოა ეს რთულად ჟღერდეს, თუმცა საკმაოდ მარტივი პროცესია.

ამ მეთოდისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ჩვეულებრივი, ასევე ციფრული თერმომეტრი.

სასურველია თერმომეტრის წვერისთვის გამოიყენოთ რაიმე სახის ლუბრიკანტი და მოათავსეთ ის სწორ ნაწლავში.

პატარა ძაღლებში, შეყავით თერმომეტრი დაახლოებით 3 სანტიმეტრით, ხოლო დიდ ძაღლებში, 5-8 სანტიმეტრით.

თუ ჩვეულებრივ თერმომეტრს იყენებთ, გააჩერეთ ის დაახლოებით 2 წუთით, ხოლო ციფრული თერმომეტრის შემთხვევაში, ის თვითონ განიშნებთ.

2. ტემპერატურის გაზომვა ყურიდან

ძაღლი ვეტერინართან

ძაღლის ტემპერატურის გაზომვა, ასევე შესაძლებელია ყურიდან, სპეციალური ყურის თერმომეტრით.

თუ თქვენ თავად წმენდთ ძაღლის ყურებს, სავარაუდოდ ტემპერატურის გაზომვის ეს მეთოდი გაგიადვილდებათ.

ამ შემთხვევაში, ჩართეთ თერმომეტრი და დაელოდეთ კალიბრაციას. ამის შემდეგ, ფრთხილად მოათავსეთ ის ყურის არხში, თუმცა თუ ძაღლი წინააღმდეგობას გიწევთ, არ დააძალოთ.

ამ მეთოდის გამოყენებითაც მიიღებთ ტემპერატურის ზუსტ მაჩვენებელს, თუმცა აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ყურის თერმომეტრი.

3. ტემპერატურის გაზომვა იღლიიდან

ძაღლის ტემპერატურის გაზომვის მეთოდი იღლიიდან არ არის ძალიან ზუსტი. თუმცა, თუ სხვა მეთოდით გაზომვას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ ამ მეთოდის გამოიყენება.

ამისათვის, ფრთხილად გადაუწიეთ ძაღლს იღლია უკან და იპოვეთ იღლიის არხი. აუცილებლად გამოიყენეთ სპეციალური ციფრული თერმომეტრი შინაური ცხოველებისთვის.

თერმომეტრი მოათავსეთ დაახლოებით 1-2 სმ სიღრმეზე. დაელოდეთ თერმომეტრს, სანამ არ შეგატყობინებთ ტემპერატურას. გახსოვდეთ, რომ ეს მეთოდი ნაკლებად ზუსტია ვიდრე რექტალური გაზომვა და რეკომენდებულია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში გამოვიყენოთ.

შეჯამება

სასურველია რეგულარულად გაუზომოთ თქვენს ძაღლს ტემპერატურა და დარწმუნდეთ რომ ის ნორმაშია. უმჯობესია გამოიყენოთ რექტალური ან ყურის მეთოდი და ნორმაზე მაღალი ან დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს.

პატრონი ხსნის ძაღლის საჩუქარს

რა ვაჩუქოთ ძაღლის პატრონს

ძაღლის პატრონისთვის საჩუქრის შერჩევა შეიძლება რთული იყოს, თუმცა ეს საკმაოდ სასიამოვნო პროცესია, რადგან თქვენ