ზაზუნას არჩევა მნიშვნელოვანი და ამავდროულად, ძალიან საინტერესო პროცესი და გამოცდილებაა, რადგან სახლს ემატება პატარა და საყვარელი წევრი.
თუმცა, ეს მოითხოვს სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებას, რათა უზრუნველყოთ, რომ თქვენც და თქვენმა ახალმა შინაურმა ცხოველმა თავი ბედნიერად იგრძნოთ.
რა გავითვალისწინოთ ზაზუნას არჩევის დროს

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე რეკომენდაციას იმისთვის, რომ შეარჩიოთ ისეთი ზაზუნა, რომელიც თქვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
ზაზუნას ზომა
სხვადასხვა ზომის ზაზუნა არსებობს და ეს ფაქტორი აუცილებლად გასათვალისწინებელია. ამაზეა დამოკიდებული ზაზუნას გალიის ზომა და ასევე, გაქვთ თუ არა შესაბამისი ფართი სახლში.
ასევე, ზოგი ჯიში უფრო ენერგიულია და საჭიროებს მეტ სივრცეს და გაცილებით მეტ გასართობ ნივთს. დამატებით, მათ სჭირდებათ ყურადღებაც და ამ ყველაფრის გათვალისწინება დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
ჯანმრთელობის მდგომარეობა
ზაზუნას არჩევისას ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ დეტალებს. ჯანმრთელი ზაზუნა უნდა იყოს აქტიური და ჰქონდეს სუფთა, მბზინავი ბეწვი.
არაჯანმრთელ ზაზუნებს, როგორც წესი, გამონადენი აქვთ თვალების ან ცხვირის მიდამოებში, ან აღენიშნებათ სუნთქვის პრობლემების ნიშნები. დააკვირდით მის ქცევას – ზოგი სოციალური და მეგობრულია, ზოგი კი უფრო მორცხვი ან კბენისკენ მიდრეკილი.
ჯიში
ყველა ზაზუნა არ არის ერთნაირი. ყველაზე გავრცელებულ ჯიშებს მიეკუთვნება სირიული ზაზუნა და ჯუჯა ზაზუნა და თითოეულს უნიკალური მახასიათებელი აქვს.
სირიული, იგივე ოქროს ზაზუნა უფრო დიდია და როგორც წესი, მარტო ცხოვრობენ, ხოლო ჯუჯა ზაზუნები ხშირად ცხოვრობენ იმავე სქესის ზაზუნასთან ერთად. ეს დეტალიც საყურადღებოა.
მოვლის დონე
ზაზუნა პატარა კი არის, მაგრამ მას დიდი ზრუნვა და ყურადღება სჭირდება. ეს მოიცავს როგორც საცხოვრებელ ადგილს, ასევე კვებას, ვეტერინარის მომსახურებას და ა.შ.
მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 2-3 წელია, ამიტომ მზად უნდა იყოთ როგორც მორალურად, ასევე ფინანსურად, რადგან თქვენმა ცხოველმა ჯანმრთელად და მხიარულად იცხოვროს.
შეჯამება
ასე, რომ ზაზუნას შერჩევა მოითხოვს ყურადღებას, ფიქრს და მზად ყოფნას ამ ვალდებულების შესასრულებლად. თქვენი ცხოვრების წესის და ფართის გათვალისწინებით, შეარჩიეთ ისეთი ჯიში, რომელიც ზუსტად ერგება თქვენს სიტუაციას.