როდესაც თუთიყუშის შეძენაზე ფიქრობთ, პირველი და ალბათ მთავარი გასათვალისწინებელი ფაქტორი არის სახეობა და ჯიში.

რა თქმა უნდა, სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო თუთიყუშის არჩევისას, თუმცა სახეობაზე დამოკიდებულია ბევრი რამ – ხასიათი, ზომა, მოვლა და ა.შ.

რომელია საუკეთესო სახლის თუთიყუში

ამ სტატიაში ჩამოთვლილია თუთიყუშის ჯიშები, რომელიც ძალიან კარგია სახლისთვის და შედარებით ადვილი მოსავლელია.

ხუჭუჭა თუთიყუში

ხუჭუჭა თუთიყუშები

ხუჭუჭა თუთიყუში მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ შინაურ ფრინველებს შორის არიან. ეს პატარა და ფერადი თუთიყუში ავსტრალიის ბინადარია, 20 სმ სიგრძისაა და საკმაოდ ჭკვიანი.

ეს სახეობა შედარებით წყნარია სხვა, უფრო ხმაურიან ჯიშებთან შედარებით და ასევე, მოვლაც უფრო მარტივია, რადგან სჭირდებათ ნაკლები კვება. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 5-დან 15 წლამდე მერყეობს.

კორელა

კორელა ნიმფა

ეს არის საშუალო ზომის თუთიყუში, რომელიც ძალიან პოპულარულია და ბევრ სახლში შევხვდებით მას. საკმაოდ კომპაქტურია ზომაში, რაც მას სახლისთვის იდეალურ თუთიყუშად აქცევს. გარდა ამისა, კორელები ძალიან ლამაზები არიან.

მამალი კორელა ცნობილია სტვენის ფუნქციით და შეუძლია ისწავლოს სხვადასხვა ხმა და მარტივი მელოდიებიც კი. ისინი ქმნიან ძლიერ კავშირს პატრონთან და არ არიან დიდად მომთხოვნები.

მწვანე ლოყებიანი კონურები

მწვანე ლოყებიანი კონურა

მწვანე ლოყებიანი კონურები იდეალურია მათთვის, ვისაც სურს დიდი ჩიტის მახასიათებლის მქონე პატარა თუთიყუში. სამხრეთ ამერიკაში მცხოვრები ეს ფერადი ფრინველი დაახლოებით 25 სმ სიგრძისაა და არის მხიარული.

ეს სახეობა საკმაოდ ჭკვიანია და უყვარს ინტერაქციული თამაშები, ხრიკების ათვისება და ა.შ. დიდი მჭევრმეტყველებით არ გამოირჩევიან, თუმცა შეუძლია გარკვეული სიტყვების სწავლა. ძირითადად ჭიკჭიკი ახასიათებთ.

პიონუსი

პიონუსი

ამ ტიპს ბევრი ისეთი თვისება აქვს, რომელიც მას სახლისთვის ერთ-ერთ საუკეთესო თუთიყუშად აქცევს. ეს არის საშუალო ზომის ფრინველი და არსებობს რვა განსხვავებული სახეობა, რომლებიც ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ბინადრობენ.

მათი გამორჩეულად განმასხვავებელი თვისება არის მშვიდი ბუნება და ნაზი ტემპერამენტი. მათ არ სჭირდებათ დიდი ყურადღება და შეუძლიათ რამდენიმე მარტივი სიტყვის სწავლაც. ცხოვრობენ 25-40 წლის მანძილზე.

ინდური რინგნეკი

ინდური რინგნეკი

ეს მწვანე სახეობა არის ძალიან ლამაზი და ინტელექტით გამორჩეული თუთიყუში. ბინადრობენ აფრიკასა და აზიაში, შეუძლიათ სიტყვების სწავლა და არიან ძალიან ელეგანტურები.

ის, რაც რინგნეკს გამოარჩევს სხვა საშუალო ზომის თუთიყუშებისგან, არის ლაპარაკის განსაკუთრებული უნარი. ვარჯიშის დახმარებით ავითარებენ ვრცელ ლექსიკას მკაფიო გამოთქმით და შესაძლოა გარკვეული ფრაზების კონტექსტური გამოყენებაც აითვისონ.

შეჯამება

აქ ჩამოთვლილი სახეობები არიან ძალიან კარგი თუთიყუშები სახლისთვის. ყველას გამორჩეული სილამაზე, თვისება და უნარები აქვთ და აკმაყოფილებს სხვადასხვა გემოვნებას და მოთხოვნას.

მსგავსი სტატიები

კურდღელი

რა ვაჭამოთ კურდღელს

კურდღლებს სჭირდებათ გარკვეული საკვების ჭამა, რომ…

კურდღელი საჭმელთან
თუთიყუში

5 საუკეთესო თუთიყუში სახლისთვის

როდესაც თუთიყუშის შეძენაზე ფიქრობთ, პირველი და…

თეთრი და ფერადი თუთიყუში
ზაზუნა

როგორ ვაბანაოთ ზაზუნა

ზოგადად ზაზუნა ძალიან სუფთა და ადვილად…

ზაზუნა
კატა

როგორ მივაჩვიოთ კატა ქვიშას

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დავალება როდესაც კატა აგყავთ,…

კატის ქვიშა