ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დავალება როდესაც კატა აგყავთ, არის ქვიშაზე მიჩვევა. საბედნიეროდ, კატებს აქვთ ნარჩენების დამარხვის ბუნებრივი ინსტინქტი, რაც პროცესს ამარტივებს.
მიუხედავად ამისა, ზოგ ფისოს შეიძლება დამატებითი ძალისხმევა დასჭირდეს, განსაკუთრებით კნუტებს ან ეზოდან აყვანილ კატებს. თუმცა, თანმიმდევრული ვარჯიშით, შედეგის მიღწევა ადვილია.
4 მეთოდი, თუ როგორ მიეჩვიოს კატა ქვიშას
ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდების დახმარებით თქვენ შეძლებთ, რომ ადვილად მიეჩვიოს თქვენი საყვარელი ფისო სწორ ადგილას მოსაქმებას.
სწორი ადგილის არჩევა
კატის ქვიშის ყუთისთვის სწორი ადგილის შერჩევამ შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს. რეკომენდებულია მათი მოთავსება მშვიდ, მოფარებულ ადგილას, სადაც ცხოველი თავს დაცულად იგრძნობს.
თუმცა მისაგნებადაც მარტივი უნდა იყოს. ეს შეიძლება იყოს აბაზანა, აივანი თუ მისასვლელად მარტივია, ოთახის კუთხე და ა.შ. რაც მთავარია, კატის საჭმლისგან და დასალევი წყლისგან მოშორებით მოათავსეთ.
შეარჩიეთ კარგი ქვიშის ყუთი
ადგილმდებარეობის გარდა, მნიშვნელოვანია ქვიშის ყუთის ტიპი. ის უნდა იყოს კომფორტული, რადგან კატამ მარტივად მოისაქმოს. ასევე, თქვენთვისაც მოსახერხებელი უნდა იყოს, რომ ქვიშით არ მოისვაროს გარშემო ადგილები.
ასევე, ყუთი უნდა იყოს სათანადო სიღრმის, რომ საკმარისი ქვიშა ჩაეტიოს. ამით კატას საშუალება ექნება დაფაროს ფეკალური მასები და შარდი. დამატებით, ზოგიერთი კატა უპირატესობას ანიჭებს დახურულ ყუთებს, ზოგი კი ღიაში გრძნობს თავს კომფორტულად.
მიაჩვიეთ ქვიშის ყუთს
იმისათვის, რომ კატამ ქვიშაში მოისაქმოს, პირველ რიგში აუცილებელია ქვიშას და ყუთს მიეჩვიოს. ეს განსაკუთრებით ეხებათ კნუტებს და კატებს, რომლებსაც ქვიშასთან შეხება არ ჰქონიათ.
რამდენჯერმე მოათავსეთ თქვენი ფისო ქვიშაში, მიუხედავად შიშისა და გაურკვევლობისა. ის დიდი ალბათობით დაუყოვნებლივ გადმოვა ყუთიდან, თუმცა გამეორების შემდეგ მიეჩვევა და მიხვდება, თუ რისთვის არის განკუთვნილი ქვიშა.
ხშირად გაწმინდეთ ყუთი
მნიშვნელოვანია, რომ მოსასაქმებელი ადგილი მუდამ სუფთა იყოს. ამიტომ, უმჯობესია, ყოველი მოსაქმების შემდეგ გადაყაროთ კატის მოსაქმებული მასები. წინააღმდეგ შემთხვევაში, არასასიამოვნო სუნმა შეიძლება დააფრთხოს.
ასევე, დააკვირდით კატის ქცევას ქვიშასთან მიმართებაში. თუ დაიწყებს კნავილს, ამით განიშნებთ, რომ რაღაც არ მოსწონს და ამის მიზეზი სწორედ რომ გასაწმენდი ქვიშა იყოს.
შეჯამება
როგორც ხედავთ, საკმაოდ მარტივია კატა ქვიშას მივაჩვიოთ, თუმცა აუცილებელია გავითვალისწინოთ ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები, როგორიცაა სწორი ყუთის და ადგილის შერჩევა, მშვიდი და მუდამ სუფთა გარემო.