კატის პატრონებმა იციან, რომ ისინი ძალიან კარგად და მარტივად უვლიან თავს და იცავენ სისუფთავეს. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც კატის დაბანა არის საჭირო.
ამიტომაც, იმის ცოდნა, თუ როგორ ვაბანაოთ ჩვენი საყვარელი კატა აუცილებელია და ამაში ჩვენი სტატია დაგეხმარებათ, სადაც დეტალურად არის ახსნილი ბანაობის პროცესი.
როგორ დავბანოთ კატა სწორად და მარტივად
კატის დაბანამდე შეაგროვეთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ: შესაფერისი შამპუნი, პირსახოცი და სხვა საჭირო ნივთები. ასევე, წინასწარ დავარცხნეთ თქვენი კატა, რადგან ზედმეტი ბეწვი მოაშოროთ.
რეკომენდებულია ნელთბილი წყლის გამოყენება და აბაზანა ძალიან ცოტა წყლით შეავსეთ, რადგან კატა შეიძლება ღრმა წყალმა შეაშინოს. მოეფერეთ და დაამშვიდეთ თქვენი საყვარელი ცხოველი.
1. მიაჩვიეთ აბაზანას
მშვიდად შეიყვანეთ კატა აბაზანაში, ესაუბრეთ დამამშვიდებელი ტონით. ნაზად აიყვანეთ და დაიჭირეთ ხელში და სასურველია მეორე ადამიანიც დაიხმაროთ.
შემდეგ ნაზად მოათავსეთ კატა წყალში, უკანა ფეხებით. განაგრძეთ მშვიდად საუბარი და დროდადრო შესთავაზეთ საკვები, თუ ატყობთ რომ ნერვიულობს ან შეშინებულია.
2. პირველი წყლის დასხმა
ჭიქის გამოყენებით, ნაზად დაასხით წყალი სხეულზე, დაწყებული კისრიდან კუდამდე. მოარიდეთ წყალი კატის სახეს, თვალებსა და ყურებს. შეგიძლიათ ყური დაფაროთ ბამბით.
ერთი ხელი მოათავსეთ კატის მკერდის ქვეშ, ხოლო მეორე ხელით დაასხით წყალი. ორი ადამიანის შემთხვევაში, ერთს უჭირავს კატა და მეორე ბანს. მუცლის დაბანისთვის მოგიწევთ კატის ნაზად აწევა.
3. წაუსვით შამპუნი
პირველ რიგში, შეამოწმეთ შამპუნის ეტიკეტი, რათა ნახოთ, სჭირდება თუ არა მას გაზავება. დაიწყეთ მცირე რაოდენობით – საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის შეგიძლიათ დაამატოთ მეტი.
დაიწყეთ კისრიდან და მიჰყევით კუდამდე. ყურადღება მიაქციეთ განსაკუთრებით ჭუჭყიან ადგილებს და საფუძვლიანად წაუსვით შამპუნი, თუმცა ნაზად, განსაკუთრებით თათებზე და მუცლის არეში.
რა თქმა უნდა, როდესაც კატას აბანავებთ, ეცადეთ შამპუნი მოარიდოთ სახეს და ყურებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ღრუბელიც.
4. კარგად ჩამობანეთ
ეს ნაბიჯი გადამწყვეტია, რადგან ბეწვში დარჩენილმა შამპუნმა შეიძლება გააღიზიანოს კატის კანი. ამისათვის გამოიყენეთ სუფთა წყალი და კარგად ჩამობანეთ.
მიჰყევით ზემოდან ქვემოთ და არ დაგავიწყდეთ თათები, კიდურები და მუცელი. განაგრძეთ ჩამობანა, სანამ წყალს აღარ გამოჰყვება შამპუნის ნარჩენი. თუ არ არის საკმარისი, გაიმეორეთ პროცესი.
5. გაწმინდეთ სახე და ყურები
გამოიყენეთ ნამიანი ტილო და ნაზად გაუმშრალეთ სახე, ნიკაპი და განსაკუთრებით, თვალის გარშემო ადგილები. აქ შეიძლება დაგროვდეს ჭუჭყი ან შამპუნის ნარჩენები, რაც შემდეგ გაღიზიანებას გამოიწვევს.
რაც შეეხება ყურის წმენდას, ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური საწმენდები ან ნამიანი მარლა. გაუწმინდეთ ყურის შიდა მხარე, თუმცა არა ძალიან ღრმად, დაზიანების თავიდან ასაცილებლად.
6. კარგად გააშრეთ
ამოიყვანეთ წყლიდან და გაახვიეთ ისეთ პირსახოცში, რომელიც წყალს კარგად იწოვს. მოკლე ბეწვიანი კატა შეგიძლიათ თამამად გაამშრალოთ, ხოლო გრძელბეწვიანი შედარებით ნაზად.
პირველი პირსახოცი რომ დასველდება, გამოიყენეთ მეორე და თუ არ შეეშინდება, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფენიც, ცივ ჰაერზე და დაბალ სიმძლავრეზე, დაახლოებით 30 სმ მანძილიდან.
გამშრალების შემდეგ, კატა გადაიყვანეთ თბილ ოთახში მანამ, სანამ ბოლომდე კარგად არ გაშრება.
7. კატის ბანაობის შემდგომი პროცესი
მას შემდეგ, რაც კატა თითქმის გაშრება, შეგიძლიათ ნაზად დავარცხნოთ, რომ ბეწვი არ აირიოს და ასევე, უფრო სწრაფადაც გაშრება. გრძელბეწვიანი კატისთვის უკეთესია ფართო კბილებიანი სავარცხელი.
და რა თქმა უნდა, ამ პროცესში და ზოგადად ბანაობის შემდეგ, ეთამაშეთ, გაართეთ, წაახალისეთ საკვებით და ა.შ. შეაქეთ, მოეფერეთ და აგრძნობინეთ სიყვარული, რადგან ბანაობა კატამ კარგ მოვლენასთან დააკავშიროს.
შეჯამება
ასე, რომ კატის დაბანა შეიძლება რთულად გეჩვენებათ, მაგრამ სწორი მიდგომით ის საკმაოდ მარტივი და სასიამოვნო პროცესია, როგორც თქვენთვის, ასევე, თქვენი საყვარელი ცხოველისთვის.