ზოგჯერ რთულია თევზის შერჩევა აკვარიუმისთვის, იქნება ეს სრულიად ახალი აკვარიუმისთვის, თუ უკვე არსებულისთვის, როდესაც უბრალოდ ახალი თევზის დამატება გსურთ.

გასათვალისწინებელია სხვადასხვა დეტალი, როგორიცაა აკვარიუმის ზომა, ტიპი, რამდენად შეეწყობა ახალი თევზი თქვენს თევზებს, როგორი მოვლა სჭირდება და ა.შ.

აკვარიუმის თევზის არჩევა

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ თქვენი აკვარიუმისთვის ახალი თევზის შერჩევის დროს.

მოვლის მოთხოვნები

სხვადასხვა თევზს განსხვავებული მოვლა სჭირდება და გასათვალისწინებელია ისეთი საკითხები, როგორიცაა წყლის ტემპერატურა, pH დონე და საკვების ტიპი. ზოგს უფრო მეტი მოვლა სჭირდება.

ასევე, ზოგიერთი სახეობის შემთხვევაში აკვარიუმის წმენდაც უფრო ხშირად არის საჭირო. ამიტომაც, შეძენამდე გაიაზრეთ თუ რა პირობები სჭირდება თქვენს თევზს, როგორც სახეობის მიხედვით, ასევე, თქვენი ახლანდელი პირობებიდან გამომდინარე.

თევზის აქტიურობის დონე

თევზებს აქვთ აქტიურობის სხვადასხვა დონე, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს იქონიოს. შეიძლება საუკეთესო აკვარიუმის თევზი შეიძინოთ, მაგრამ ეს იყოს ზედმეტად ენერგიული, რამაც ხელი შეუშალოს სხვა თევზებს.

აქედან გამომდინარე, უნდა იფიქროთ იმაზე, თუ როგორი ტიპის თევზი გსურთ – შედარებით აქტიური და ცოცხალი თუ უფრო წყნარი და დინჯი. თუმცა, პირადი სურვილების გარდა გაითვალისწინეთ სხვა თევზებიც.

სიცოცხლის ხანგრძლივობა

აკვარიუმის თევზის სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად განსხვავდება სახეობებში. ზოგიერთმა თევზმა შეიძლება მხოლოდ რამდენიმე წელი იცოცხლოს, ზოგი კი, როგორიცაა ოქროს თევზი, სათანადო ზრუნვით ათწლეულები იცოცხლონ.

იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენ ხანი შეძლებთ თევზის მოვლას. თუ თქვენს უმეტესს თევზს სიცოცხლის ხანმოკლე პერიოდი აქვს, შესაძლოა უმჯობესი იყოს მსგავსი ტიპის თევზის შერჩევა.

ვიზუალური მხარე

გარდა ამისა, რა თქმა უნდა აუცილებელია თევზის ვიზუალური მხარე. ახალმა თევზმა უფრო მრავალფეროვანი უნდა გახადოს თქვენი აკვარიუმი და კიდევ უფრო გაალამაზოს. ამიტომაც, აირჩიეთ თევზის ჯიში, რომელიც თქვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

ზოგი გამოირჩევა ფერების სიხასხასით, აქვთ სხვადასხვა ფერი და ზოგი კი უფრო ერთი ტონის ფერით გამოირჩევა. შეარჩიეთ თევზი აკვარიუმისთვის, რომელიც ავსებს ერთმანეთს ფერის თვალსაზრისით და უფრო ჰარმონიულ გარემოს ქმნის.

აკვარიუმის ზომა

და ბოლოს, თქვენი აკვარიუმის ზომა განსაზღვრავს თევზის ტიპსა და რაოდენობას. სხვადასხვა ჯიშს სხვადასხვა ზომის აკვარიუმი სჭირდება იმისათვის, რომ კომფორტულად იგრძნოს თავი.

თუ აკვარიუმი თევზით გადაიტვირთება, შეიძლება გამოიწვიოს სტრესი, ტერიტორიული აგრესია და წყლის ცუდი ხარისხი. დარწმუნდით, რომ ავზი სათანადო ზომისაა თევზის რაოდენობასთან მიმართებით.

შეჯამება

აკვარიუმისთვის შესაფერისი თევზის არჩევა არის პროცესი, რომელიც მოითხოვს სხვადასხვა დეტალის თუ პირობის გააზრებას. ამიტომ, სანამ აარჩევთ უმჯობესია გაითვალისწინოთ ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები.

მსგავსი სტატიები

კურდღელი

რა ვაჭამოთ კურდღელს

კურდღლებს სჭირდებათ გარკვეული საკვების ჭამა, რომ…

კურდღელი საჭმელთან
თუთიყუში

5 საუკეთესო თუთიყუში სახლისთვის

როდესაც თუთიყუშის შეძენაზე ფიქრობთ, პირველი და…

თეთრი და ფერადი თუთიყუში
ზაზუნა

როგორ ვაბანაოთ ზაზუნა

ზოგადად ზაზუნა ძალიან სუფთა და ადვილად…

ზაზუნა
კატა

როგორ მივაჩვიოთ კატა ქვიშას

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დავალება როდესაც კატა აგყავთ,…

კატის ქვიშა