კურდღლებს სჭირდებათ გარკვეული საკვების ჭამა, რომ იყვნენ ჯანმრთელები და აქტიურები და ასევე, არსებობს საკვების ტიპები რომელსაც თავი უნდა ავარიდოთ.

ასევე, აუცილებელია შევურჩიოთ დაბალანსებული დიეტა საჭმლის მონელებისთვის, კბილების ჯანმრთელობისთვის და საერთო კეთილდღეობისთვის.

რომელი საკვები ვაჭამოთ კურდღელს

კურდღლის საჭმელი საგულდაგულოდ უნდა იყოს შერჩეული, რათა შეიცავდეს სწორ საკვებ ნივთიერებებს. ძირითადი კომპონენტებია თივა, ახალი ბოსტნეული, მარცვლები და ზოგჯერ ხილი.

თივა და ბალახი

თივა და ბალახეული უნდა შეადგენდეს კურდღლის დიეტის დაახლოებით 80%-ს, რადგან ის უზრუნველყოფს საჭმლის მონელებისთვის აუცილებელ ბოჭკოებს. მათ ყოველდღიურად სჭირდებათ ულიმიტო რაოდენობის ახალი თივა.

საუკეთესო სახეობებში შედის სათითურა, ტიმოთელა და მდელოს თივა, რომლებიც უზრუნველყოფენ აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს. იონჯა კარგია ბაჭიებისთვის, რადგან ის შეიცავს კალციუმის მაღალ დონეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები მოზრდილებში.

ბოსტნეული

ახალი ბოსტნეული კურდღლის დიეტის 10-15%-ს უნდა შეადგენდეს და ის არის ვიტამინების და დატენიანების წყარო. საუკეთესო ვარიანტებში შედის სალათის ფოთოლი, კალე, ოხრახუში, ქინძი და სხვ. ეს კარგია იმუნური სისტემისთვის და საჭმლის მონელებისთვის.

სხვა ბოსტნეული, როგორიცაა სტაფილო, ბულგარული წიწაკა, ბროკოლის ფოთლები და ნიახური, უნდა მივცეთ ზომიერად. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ბოსტნეული კარგია კურდღლებისთვის, გარკვეულმა ტიპმა შეიძლება კუჭის მოქმედებას შეუშალოს ხელი.

მარცვლეული

სასურველია, ამ ტიპის საკვებმა კურდღლის კვების რაციონის მხოლოდ 5-10% დაიკავოს. ანუ ეს იქნება დანამატი და აუცილებელია შეიცავდეს ბოჭკოს და არ იყოს თესლი, თხილი ან ჩირი.

ზოგადად, 2 კგ სხეულის წონაზე სასურველია ¼ ჭიქა გრანულები დღეში. გადაჭარბებულმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს სიმსუქნე და კბილების პრობლემები.

ხილი

ხილი საკმაოდ მცირე ოდენობით უნდა ვაჭამოთ კურდღლებს, მთლიანი საკვების 5% ან უფრო ნაკლები, შაქრის მაღალი შემცველობის გამო. ასეთი ხილი შეიძლება იყოს ვაშლი (თესლის გარეშე), ბანანი, მარწყვი, მოცვი, მსხალი, საზამთრო და ანანასი.

კურდღლებს უყვართ ტკბილი საკვები, მაგრამ ხილის გადაჭარბებულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სიმსუქნე და საჭმლის მონელების პრობლემები. მიეცით ძალიან მცირე რაოდენობით, კვირაში რამდენჯერმე.

აკრძალული საკვები

არსებობს საკვების სახეობები, რომლებიც საზიანოა კურდღლისთვის და შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, როგორიცაა შებერილობა, დიარეა ან თუნდაც ტოქსიკურობა.

ასეთ ტიპს მიეკუთვნება დამუშავებული საკვები, სახამებლის შემცველი პროდუქტები და ტოქსიკური მცენარეები. ისინი არასდროს არ უნდა აჭამოთ კურდღელს.

აქ ჩამოთვლილია კურდღლისთვის აკრძალული რამდენიმე საკვები:

  • კარტოფილი, ხახვი, ნიორი
  • პური, ბრინჯი, მაკარონი
  • თხილი და თესლი
  • შოკოლადი, კოფეინი
  • რძის პროდუქტები
  • ავოკადო

შეჯამება

როგორც ამ სტატიიდან ჩანს, თქვენი კურდღლის სწორი დიეტის უზრუნველყოფა გადამწყვეტია მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობისთვის. ამიტომ, გაითვალისწინეთ რჩევები და იზრუნეთ თქვენს ცხოველებზე.

მსგავსი სტატიები

კურდღელი

რა ვაჭამოთ კურდღელს

კურდღლებს სჭირდებათ გარკვეული საკვების ჭამა, რომ…

კურდღელი საჭმელთან
თუთიყუში

5 საუკეთესო თუთიყუში სახლისთვის

როდესაც თუთიყუშის შეძენაზე ფიქრობთ, პირველი და…

თეთრი და ფერადი თუთიყუში
ზაზუნა

როგორ ვაბანაოთ ზაზუნა

ზოგადად ზაზუნა ძალიან სუფთა და ადვილად…

ზაზუნა
კატა

როგორ მივაჩვიოთ კატა ქვიშას

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დავალება როდესაც კატა აგყავთ,…

კატის ქვიშა