თუთიყუშის აყვანა მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, რადგან მათ აქვთ მაღალი ინტელექტი და კომპლექსური ემოციური საჭიროებები.
ანუ, თუთიყუშის არჩევა არის სახლში ოჯახის ახალი წევრის დამატება, რომელსაც სჭირდება ყურადღება, მოვლა და სხვა. ასევე, განსხვავებული მიდგომებია საჭირო ჯიშების მიხედვით.
რა გავითვალისწინოთ თუთიყუშის არჩევისას

სწორი თუთიყუშის შერჩევა მოითხოვს სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებას, რადგან თქვენც და თქვენმა ახალმა მეგობარმა ბედნიერად და მშვიდად იგრძნოს თავი.
ჯიში და სახეობა
სხვადასხვა თუთიყუშის ჯიშებს აქვთ განსხვავებული პიროვნული თვისებები, ინტელექტის დონეები და ფიზიკური მოთხოვნები. შესაბამისად ეს ყველაფერი უნდა ემთხვეოდეს თქვენს სურვილებს და შესაძლებლობებს.
ნიმფები კარგია დამწყებთათვის, რადგან ისინი უფრო პატარები, ნაკლებად მომთხოვნები და ჩვეულებრივ უფრო ნაზები არიან. საშუალო ზომის სახეობები, როგორიცაა კაიკი, უფრო ენერგიულები და მხიარულები არიან.
შედარებით დიდი თუთიყუშები, მაგალითად ამაზონის თუთიყუშს აქვს მაღალი ინტელექტი და შეუძლიათ განავითარონ შთამბეჭდავი ლექსიკონი და ესაჭიროებათ მეტი გონებრივი სტიმულაცია.
ხარჯები
თუთიყუშებს აქვთ სპეციფიკური კვების, ვეტერინარიული და გარემოს საჭიროებები, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა შინაური ცხოველებისგან. ამ მოთხოვნების გააზრება და მომზადება აუცილებელია ფრინველის აყვანამდე.
კვება მნიშვნელოვანია თუთიყუშის ჯანმრთელობისთვის და სჭირდებათ მრავალფეროვანი დიეტა – ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული. ასევე, გალიაც ძალიან მოსახერხებელი უნდა იყოს სხვადასხვა ზომის დასაჯდომით და ა.შ.
დამატებით, საჭიროა ყოველწლიური შემოწმებები, რადგან თუთიყუშები ბუნებრივად მალავენ დაავადებას და აუცილებელია ასეთ შემთხვევაში თავიდან იქნას აცილებული პრობლემები.
მოვლის ვალდებულება
თუთიყუში საკმაოდ დიდ ხანს ცოცხლობს, ზოგი ჯიში რამდენიმე ათწლეულის მანძილზეც კი. შესაბამისად, თუთიყუშის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენს თავზე იღებთ ხანგრძლივ ვალდებულებას.
ამიტომ, მზად უნდა იყოთ რომ თქვენს თუთიყუშს დაუთმოთ გარკვეული დრო მოვლასა და ყურადღებაში. გახსოვდეთ, რომ თუთიყუშები ქმნიან ძლიერ კავშირს პატრონთან და განიცდიან მნიშვნელოვან ემოციურ სტრესს.
თუ არ ხართ დარწმუნებული თქვენს უნარში, რომ თქვენს თავზე აიღოთ ასეთი გრძელვადიანი ვალდებულება, შეარჩიეთ უფრო მოკლე ხანგრძლივობის სახეობა.
გარემო
თუთიყუშებს სჭირდებათ ადეკვატური სივრცე მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის. ასევე, ზოგი სახეობა საკმაოდ ხმაურიანია და შეიძლება არ შეესაბამებოდეს თქვენს საცხოვრებელ ადგილს.
თუთიყუშის გალია საკმარისად დიდი უნდა იყოს იმისათვის, რომ ფრინველმა სრულად გაშალოს ფრთები და კომფორტულად გადაადგილდეს. ასევე, უნდა იყოს ადგილი სათამაშოებისთვის, საჯდომებისთვის და საკვების კონტეინერისთვის.
გარდა ამისა, თუთიყუშებს სჭირდებათ რამდენიმე საათი ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა გალიის გარეთ, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამთ.
შეჯამება
ასე, რომ თუთიყუშის შერჩევა არის გადაწყვეტილება, რომლის მიღებისას გასათვალისწინებელია ვალდებულებები, ხარჯები, კომფორტული გარემო და სხვა სპეციალური საჭიროებები.