ძაღლების ყეფა, კვნესა და ყმუილი ბუნებრივი მოვლენაა და ამისთვის მათ მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეთ.
არსებობენ ჯიშები, რომლებიც სხვა ჯიშებზე მეტს ყეფენ და გვაფრთხილებენ სხვადასხვა ხიფათის შესახებ.
თუმცა, თუ თქვენი ძაღლმა მოუხშირა ყეფის სიხშირეს, შეიძლება მას რამე აწუხებდეს და აუცილებელია მიმართოთ პროფესიონალს.
რატომ ყეფს ძაღლი?
უმეტეს შემთხვევაში, ძაღლის ხშირი ყეფა არ უკავშირდება ტკივილს ან პრობლემებს და შეიძლება ის აქ ჩამოთვლილი მიზეზებიდან ერთ-ერთი იყოს.
1. გაფრთხილება
ძაღლის ყეფა ბუნებრივია, როცა უცხო ადამიანი დგას კართან, სახლს ან მანქანას ჩაუვლის. ის ამ დროს თავის ტერიტორიას იცავს და ასევე, ის გაფრთხილებთ. ამ ყეფის ხმა ჩვეულებრივ მკვეთრი და ხმამაღალია. ამ ინსტინქტის კიდევ უფრო დახვეწა შესაძლებელია და თქვენი ძაღლი ნამდვილ, ძლიერ დამცველად ჩამოყალიბდება.
2. ყურადღების მიქცევა
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თუ რატომ ყეფს ძაღლი, არის ის, რომ ის ცდილობს ყურადღება მიიქციოს. ამ ტიპის ყეფას აქვს დამახასიათებელი ხმა და თქვენ აუცილებლად მიხვდებით თუ რა სურს მას. ასევე, ძაღლმა, ყურადღების მიპყრობის მიზნით, ყეფასთან ერთად შეიძლება იწკმუტუნოს და თავი შეგაცოდოთ.
3. აღელვება
როდესაც ძაღლს ეშინია ან აღელვებულია, მისი ყეფა გამოირჩევა მაღალი ტონით და ხშირად ახლავს კვნესა. ისინი ცდილობენ გაგვაგებინონ რომ აღელვებულები არიან და ასევე, ამით თავსაც იმშვიდებენ. ასეთი ტიპის ყეფა ხშირია ძაღლებში, რომლებსაც აქვთ ფობიები, შიშები, და განშორებასთან დაკავშირებული პრობლემები.
4. თამაშის სურვილი
ერთ-ერთი გავრცელებული ყეფის ტიპი, რომელიც კიდევ უფრო საყვარელს ხდის ძაღლს, უკავშირდება თამაშის სურვილს. ის ხშირია ლეკვებში და ისინი ყეფენ ადამიანებთანაც და სხვა ძაღლებთან თამაშის დროსაც. ამ ტიპის ყეფაში იგრძნობა სიხარული და ხშირად იწყებს ყეფას, როდესაც ხვდება რომ გასეირნების დროა.
5. მოწყენილობა
თუ ძაღლმა მოიწყინა, ის იწყებს ყეფას რათა გათავისუფლდეს დაგროვებული ენერგიისგან, ან უბრალოდ იმიტომ, რომ მოწყენილია. ამით ის თითქოს თავის თავს ამხნევებს. ამიტომ, თუ შეამჩნევთ რომ თქვენი ძაღლი მოწყენილია, ეცადეთ რამით გაართოთ ან გაასეირნოთ და ეთამაშოთ.
შეჯამება
თუ ძაღლმა დაიწყო ხშირი ყეფა, დიდი ალბათობით, თქვენი ჩარევის გარეშე მდგომარეობა არ გაუმჯობესდება. ამიტომ, ეცადეთ მიხვდეთ ყეფის გამომწვევ მიზეზს და გადადგათ შესაბამისი ნაბიჯები. თუ ყეფა დაკავშირებულია შიშთან ან შფოთვასთან, მიმართეთ პროფესიონალებს.