რატომ აშინებს ძაღლს ფეიერვერკი

ძაღლების უმრავლესობას ძალიან აშინებს ფეიერვერკი და ამ დროს ისინი ისტრესებიან და შეიძლება სახლიდან გაიქცნენ კიდეც.

ზოგადად, ძაღლებს არ უყვართ აფეთქების ან სხვა ძალიან მაღალი, უცაბედი ხმები და სასურველია ყოველთვის მოვარიდოთ ასეთ გარემოს.

3 მიზეზი თუ რატომ ეშინია ძაღლს ფეიერვერკის

ზოგადად, ძაღლებს არ უყვართ ხმაური, განსაკუთრებით მაშინ, თუ ვერ ხვდებიან საიდან მოდის ის. შესაბამისად, ფეირვერკის ხმაურით გამოწვეულ შიშს სხვადასხვა მიზეზი აქვს.

1. ფეიერვერკს აქვს მაღალი ხმა

ძაღლი ყურსასმენით

ფეიერვერკის ხმამ შეიძლება ადამიანიც შეაშინოს და გამომდინარე იქიდან, რომ ძალებს უფრო მძარფი სმენა აქვთ და უფრო მეტი სიხშირე ესმით, ფეირევერკის ხმა მათთვის კიდევ უფრო მძლავრია.

ასე, რომ მათ უფრო ეშინიათ ხმამაღალი ხმის და დიდი სტრესის ქვეშ არიან, მითუემეტეს თუ ის ზოგადად მიჩვეული არ არის ხმამაღალ ხმებს. სტრესი შესაძლოა რამოდენიმე კვირაც კი გაგრძელდეს.

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შიშმა ყეფა გამოიწვიოს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა.

2. ძაღლი მას აღიქვამს როგორც საფრთხეს

კიდევ ერთ მიზეზი თუ რატომ ეშინია ძაღლს ფეიერვერკის, არის მოულოდნელობა. ძაღლი ვერ ხვდება საიდან მოდის ხმა ან როდის შეიძლება მოხდეს აფეთქება, ამიტომ ის ამ ხმას აღიქვამს როგორც საფრთხეს.

შესაძლოა ახალ წელს ამის თავიდან არიდება შეუძლებელია, მაგრამ უნდა ვეცადოთ რამენაირად მოვარიდოთ აფეთქების ხმებს ძაღლი და რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში წინ არ დავუგდოთ ასაფეთქებელი.

3. ძაღლი თავს მახეში გრძნობს

ძაღლი დივანის ქვეშ

ფეიერვერკის მიერ გამოწვეული ხმაურის შედეგად ძაღლს ეუფლება გრძნობა, რომ ის მახეშია და თავის დაღწევა არ შეუძლია. ამან შეიძლება გამოიწვიოს აგრესიის ან გაქცევის რეაქცია.

ამ დროს ძაღლმა შეიძლება დაიწყოს სხვადასხვა ნივთის განადგურება, საწოლის ქვეშ შეძრომა, ან საერთოდ გაიქცეს კიდეც, რადგან თავი დააღწიოს მისთვის გაუგებარ ხმაურს.

შეჯამება

ზოგადად, სასურველია ძაღლები მოვარიდოთ განსაკუთრებით ხმაურიან გარემოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ახალი წლის დღეებში შეიძლება რთული იყოს, არსებობს გზები რითაც შესაძლოა თქვენს ძაღლს აარიდოთ სტრესი.