რა არის ძაღლის კასტრაცია

ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში
სარჩევი

თქვენ ალბათ გსმენიათ კასტრაციის შესახებ, რომ ის ხშირად აუცილებელი პროცედურაა სხვადასხვა მიზეზის გამო.

თუმცა, შეიძლება არ გქონდეთ დეტალური ინფორმაცია კასტრაციის შესახებ, რატომ უნდა გაუკეთოთ კასტრაცია ძაღლს, ან რა უპირატესობა აქვს მას.

ამ სტაიტაში სწორედ რომ ამაზე ვისაუბრებთ – რა არის ძაღლის კასტრაცია, რა რისკები ახლავს მას, რა უპირატესობები აქვს და როდის არის კარგი დრო ძაღლის კასტრაციისთვის.

რა არის კასტრაცია?

ძაღლის კასტრაცია არის ქირურგიული პროცედურა, რომელიც მოიცავს მამალი ძაღლის სათესლე ჯირკვლების მოშორებას. დედალ ძაღლებში ამ პროცედურას სტერილიზაცია ეწოდება.

პროცედურა ჩვეულებრივ ტარდება ზოგადი ანესთეზიის ქვეშ და შეიძლება გაკეთდეს ექვსი თვის ასაკის ძაღლებზე.

კასტრაცია ჩვეულებრივ კეთდება ძაღლების ჭარბი პოპულაციის გასაკონტროლებლად, გარკვეული არასასურველი ქცევის თავიდან ასაცილებლად და ჯანმრთელობის პრობლემების რისკის შესამცირებლად.

კასტრაციის უპირატესობები

ზოგადად, ძაღლის კასტრაციას რამდენიმე უპირატესობა გააჩნია. ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ მას შეუძლია შეამციროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების რისკი – სათესლე ჯირკვლის კიბო, პროსტატის დაავადება და პერიანალური სიმსივნეები.

კასტრაცია ასევე დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ არასასურველი ქცევები, როგორიცაა შარდით ტერიტორიის მონიშვნა და გადაჭარბებული აგრესია.

გარდა ამისა, რადგან ძაღლს განაყოფიერება აღარ შეუძლია, კასტრაცია ხელს უწყობს უპატრონო ძაღლების ჭარბი პოპულაციის კონტროლს.

კასტრაციის რისკები

ნებისმიერი ქირურგიული პროცედურის მსგავსად, კასტრაციას თან ახლავს გარკვეული რისკები.

კასტრაციის ერთ-ერთი მთავარი რისკია ოპერაციის დროს ან მის შემდეგ გართულებები. მაგალითად, სისხლდენა, ინფექცია ან ანესთეზიისგან გამოწვეული გვერდითი მოვლენები.

ძაღლის კასტრაციამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა სიმსუქნე, ძაღლის სახსრების პრობლემები და შარდის შეუკავებლობა.

თუმცა, ეს რისკები შედარებით დაბალია და ძაღლების უმეტესობა სწრაფად და ყოველგვარი გართულების გარეშე უბრუნდებიან ჩვეულ მდგომარეობას.

როდის გავუკეთოთ ძაღლს კასტრაცია

კასტრაციის ოპერაცია

რაც შეეხება საუკეთესო პერიოდს ძაღლების კასტრაციისთვის, ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. ეს დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის ძაღლის ჯიშზე, ზომაზე და სხვა.

ზოგადად, კასტრაცია ძაღლებში კეთდება ექვსიდან თორმეტ თვემდე ასაკში. ამ ასაკში ძაღლების უმეტესობა აღწევს სქესობრივ სიმწიფეს და სასურველია ამ დროისთვის უკვე გაკეთებული იყოს კასტრაცია.

თუმცა, ზოგიერთმა ვეტერინარმა შეიძლება კასტრაციის ოპერაცია გირჩიოთ უფრო ადრეულ ასაკში.

ადრეული ასაკის კასტრაციის ერთ-ერთი უპირატესობა არის ის, რომ მას შეუძლია ოპერაცია უფრო ადვილი და სწრაფი გახადოს, რადგან ლეკვებს აქვთ უფრო პატარა სათესლე ჯირკვლები და რეაბილიტაციის პერიოდიც მოკლეა.

მეორეს მხრივ, ზოგიერთმა ვეტერინარმა შეიძლება გირჩიოთ გვიანი კასტრაცია. მიზეზი არის ის, რომ ტესტოსტერონი გადამწყვეტ როლს თამაშობს ძაღლის სხეულის განვითარებაში, ძვლებისა და კუნთების ზრდაში.

თუ თქვენ ძაღლის კასტრაციას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინართან.

შეჯამება

ასე, რომ ძაღლის კასტრაცია არის ქირურგიული პროცედურა, როდესაც ძაღლს აშორებენ სათესლე ჯირკვლებს. ის საკმაოდ მარტივი პროცედურაა, რეაბილიტაციაც ხანმოკლეა და მრავალი უპირატესობა აქვს.

პატრონი ხსნის ძაღლის საჩუქარს

რა ვაჩუქოთ ძაღლის პატრონს

ძაღლის პატრონისთვის საჩუქრის შერჩევა შეიძლება რთული იყოს, თუმცა ეს საკმაოდ სასიამოვნო პროცესია, რადგან თქვენ