Search
Close this search box.

ძაღლის ფეკალიების ასაღები

44.00

“ძაღლის ფეკალიების ასაღები” პორტატული ხელსაწყო, რომელიც განკუთვნილია ოთხფეხა მეგობრის მოსაქმებულის ჰიგიენურად და კომფორტულად ასაღებად, მოწყობილობა განსაკუთრებით ძაღლის სეირნობის დროს გამოგადგებათ.

✅ მოყვება 1 რულონი ჰიგიენური ცელოფანი (50 ცალიანი).

მარაგში

მისი დახმარებით შეძლებთ, ფეკალიების აღებას ისე, რომ მათ ფიზიკურად არ შეეხოთ. პორტატული ხელსაწყო აღჭურვილია სპეციალური ბრჭყალებით, რომლებიც იკუმშება და ეფექტურად იჭერს ფეკალიებს. ასევე, მას აქვს სპეციალური სივრცე, სადაც ძაღლის ჰიგიენური პარკების შენახვაა შესაძლებელი, მოსაქმებულის აღებამდე სწორედ ეს პარკი უნდა ჩამოაცვათ ასაღებ ბრჭყალებს.

“ძაღლის ფეკალიების ასაღები” არის მსუბუქი, კომპაქტური, პორტატული და გამოსაყენებლად ძალიან მოსახერხებელი. მას ასევე მოყვება სპეციალური თოკი, რომლის დახმარებითაც, მის ნებისმიერ ნივთზე ჩამოკიდებას შეძლებთ.

ხელსაწყო შექმნილია იმისთვის, რომ ოთხფეხა მეგობრების მფლობელებმა ძაღლის გასეირნების შემდეგ, მარტივად და ეფექტურად შეძლოთ ტერიტორიის დასუფთავება, შესაბამისად შეინარჩუნოთ ჰიგიენა და სუფთა გარემო, ამასთანავე აირიდოთ სპეციფიკური სუნი, რომელიც შესაძლოა ფეკალიებთან უნებლიე შეხებამ გამოიწვიოს..

ის განსაკუთრებით სასარგებლოა ქალაქის პირობებში, სადაც ძაღლის ფეკალიების აღება და სათანადოდ მოცილება სავალდებულოა. 

გამოდის, რომ ნივთი, პასუხისმგებლიანი ძაღლის მფლობელის მნიშვნელოვანი ატრიბუტია.

როგორ გამოვიყენოთ ძაღლის ფეკალიების ასაღები?

როგორ გამოვიყენოთ ძაღლის ფეკალიების ასაღები

მისი გამოყენება ძალიან მარტივია:

  1. გახსენით ხელსაწყო.
  2. მოახიეთ სპეციალური პარკი (რომელიც მოყვება ხელსაწყოს).
  3. ორი თითით ამოქაჩეთ შესაბამისი პლასტმასი, რა დროსაც ბრჭყალები გაიშლება.
  4. ჩამოაცვით ჰიგიენური პარკი ფეკალიების ასაღებ ბრჭყალებს.
  5. აიღეთ ფეკალიები და შეფუთეთ პარკში, სულ ეს არის!

რატომ არის ეს ხელსაწყო გამორჩეული?

აღნიშნული “ძაღლის ფეკალიების ასაღები” გამოირჩევა რამდენიმე უნიკალური მახასიათებლით, რაც მას უპირატესობას ანიჭებს სხვა მსგავს პროდუქტებთან შედარებით:

  1. ბრჭყალების დიზაინი: ამ ხელსაწყოს აქვს ექვსი პატარა ბრჭყალი, რომლებიც ერთდროულად იკუმშება და ეფექტურად იჭერს საგანს. ეს უზრუნველყოფს ფეკალიების მაქსიმალურად აღებას და ამცირებს ნარჩენების ალბათობას.
  2. ჰიგიენური პარკის შესანახი სივრცე: სპეციალური სივრცე საშუალებას იძლევა, ადვილად შეინახოთ და გამოიყენოთ ნაგვის პარკები, რაც ძალიან მოსახერხებელია ძაღლის გასეირნებისას.
  3. გამოყენების კომფორტულობა: პროდუქტის ერგონომიული დიზაინი და მსუბუქი წონა უზრუნველყოფს მის კომფორტულ და მარტივ გამოყენებას. ამასთან, ჩამოსაკიდი თოკის წყალობით, ის ადვილად ტრანსპორტირებადია.
  4. მასალის ხარისხი: პროდუქტი დამზადებულია მაღალი ხარისხის ABS პლასტმასისგან, რაც მას გამძლეობას და სიმტკიცეს ანიჭებს. ის ადვილად იწმინდება და არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას.
  5. უნივერსალურობა: ხელსაწყო გამოგადგებათ პატარა, საშუალო და დიდი ზომის ძაღლების მფლობელებს.

ყველა ამ მახასიათებლის გათვალისწინებით, “ძაღლის ფეკალიების ასაღები” არის ჰიგიენური, ეფექტური და კომფორტული გადაწყვეტა ოთხფეხა მეგობრის მფლობელებისთვის. 

ის გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, მაღალი ხარისხის მასალით და ერგონომიულობით, რაც მას გამოარჩევს ბაზარზე არსებულ სხვა მსგავს პროდუქტებთან შედარებით.

მოწყობილობა გამოგადგებათ არაერთ სიტუაციაში, განსაკუთრებით კი ძაღლის ყოველდღიური გასეირნებისას – ყოველ ჯერზე, როცა თქვენს ძაღლს პარკში, ქუჩაში თუ სხვა საჯარო სივრცეში გაასეირნებთ, მოწყობილობა დაგეხმარებათ ჰიგიენის დაცვაში და ფეკალიების სწრაფად აღებაში.

რახან სეირნობას შევეხეთ, აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენს ონლაინ ზოომაღაზიაში, ასევე ხელმისაწვდომია ძაღლის წყლის ბოთლი, რომელიც არის მულტიფუნქციური და შეიცავს, როგორც წყლის ბოთლს და ძაღლის საკვების შესანახ კონტეინერს, ასევე ჰიგიენურ პარკებსა და ფეკალიების ასაღებ პატარა ნიჩაბს

ვის გამოადგება აღნიშნული მოწყობილობა?

“ძაღლის ფეკალიების ასაღები” განკუთვნილია ნებისმიერი მფლობელისთვის, რომელსაც სურს პასუხისმგებლიანად მოუაროს თავის ოთხფეხა მეგობარს და იზრუნოს გარემოს სისუფთავეზე. 

კერძოდ:

  • ქალაქში მცხოვრები ძაღლის მფლობელებისთვის: ქალაქის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძაღლის ფეკალიების დროული აღება და სათანადოდ მოცილება. ეს ხელსაწყო იდეალურია ქალაქში გასეირნებისთვის.
  • პასუხისმგებლიანი ადამიანებისთვის: ის მფლობელები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გარემოს სისუფთავე და ეთიკური ქცევის წესები, აუცილებლად დააფასებენ ამ მოწყობილობას.
  • სხვადასხვა ზომის ძაღლების მფლობელებისთვის: ეს ასაღები შესაფერისია პატარა, საშუალო თუ დიდი ძაღლებისთვის, რაც მას უნივერსალურ ხელსაწყოდ აქცევს.
  • მათთვის ვინც ძაღლთან ერთად ხშირად მოგზაურობს: თუ ხშირად მოგზაურობთ ან დადიხართ ლაშქრობებში თქვენს ძაღლთან ერთად, ეს პორტატული ამომღები აუცილებლად დაგჭირდებათ.
  • სენსიტიური ან ალერგიის მქონე ადამიანებისთვის: ადამიანების უმეტესობისთვის ფეკალიებთან პირდაპირი კონტაქტი პრობლემურია. ეს ხელსაწყო საშუალებას გაძლევთ, აიღოთ მოსაქმებული ისე, რომ მათ არ შეეხოთ.

ზოგადად, აღნიშნული პორტატული მოწყობილობა არის ძაღლის მფლობელი ყველა პასუხისმგებლიანი ადამიანის აუცილებელი ატრიბუტი, რომელიც ზრუნავს როგორც საკუთარ კომფორტზე, ისე გარემოს სისუფთავესა და ჰიგიენაზე.

მსგავსი პროდუქტი

მანქანის უსაფრთხოების ღვედი ძაღლის

ძაღლის და კატის უსაფრთხოების ღვედი ავტომობილისთვის

10.00

33%
ძაღლის სათამაშო ბურთის სასროლი

ძაღლის ბურთის სასროლი

Original price was: ₾15.00.Current price is: ₾10.00.

39%
ძაღლის ინტერაქტიული სათამაშო გონების განვითარებისთვის

ინტერაქციული სათამაშო ძაღლებისა და კატებისთვის

Original price was: ₾49.00.Current price is: ₾30.00.

ცხოველის ბეწვის მოსაშორებელი როლერი

ცხოველის ბეწვის მოსაშორებელი როლერი

20.00