Search
Close this search box.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლოს განახლდა: ივნისი 02, 2024

აღნიშული კონფიდენციალურობის პოლიტიკა აღწერს, როგორ ვაგროვებთ და ვიყენებთ თქვენ ინფორმაციას, როდესაც სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით. ასევე გაცნობებთ თქვენ კონფიდენციალურობის უფლებებს.

ჩვენ ვაგროვებთ და ვიყენებთ თქვენს პირად მონაცემებს, რათა უზრუნველვყოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისები.

ჩვენი სერვისის გამოყენებით, თქვენ თანხმობას აცხადებთ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებაზე.

ვებგვერდზეwoof.ge ვიზიტისას, აუცილებელია, რომ გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამ დოკუმენტში შესაძლოა განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები, ამიტომ woof.ge გირჩევთ პერიოდულად გადაამოწმოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

ტერმინების განმარტება

ტერმინები

წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

  • ანგარიში – ნიშნავს უნიკალურ ანგარიშს, რომელიც შექმნილია თქვენთვის, რათა გქონდეთ წვდომა ჩვენ სერვისებზე.
  • კომპანია – (კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ხშირად მოხსენიებული, როგორც “კომპანია”, “ჩვენ”, “ჩვენი”, “ვებსაიტი”, “ვებგვერდი”) არის Woof.ge-ს.
  • ქუქი-ფაილები (Cookies) – მცირე ზომის ფაილებია, რომლებიც თავსდება თქვენს კომპიუტერში, მობილურ მოწყობილობაზე ან ნებისმიერ სხვა მოწყობილობაზე ჩვენი ვებსაიტის მიერ. ეს ფაილები შეიცავენ, თქვენი მხრიდან ჩვენ ვებსაიტზე განხორციელებული ნავიგაციის ისტორიას.
  • ქვეყანა – იგულისხმება საქართველო.
  • მოწყობილობა – ნიშნავს ნებისმიერ მოწყობილობას, რომლითაც იღებთ წვდომას ჩვენ მომსახურებაზე., როგორიცაა კომპიუტერი, მობილური ტელეფონი, ტაბლეტი და სხვა.
  • პერსონალური მონაცემი – არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირთან.
  • მომხმარებელი – ნებისმიერი ინდივიდუალი, რომელიც იყენებს ჩვენი კომპანიის სერვისს, იქნება ეს კომპანია, საჯარო დაწესებულება თუ სხვა.
  • მომსახურება (Service) – მოიცავს ვებგვერდს https://woof.ge.
  • მესამე პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება.
  • ვებსაიტი – იგულისხმება Woof.ge – ზოომაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია https://woof.ge პლატფორმაზე.

 

პერსონალური მონაცემების შეგროვება და გამოყენება

რა ტიპის ინფორმაციას ვაგროვებთ

ვებგვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელი უთითებს შემდეგ ინფორმაციას:

  • ელექტრონული ფოსტა
  • სახელი და გვარი
  • ტელეფონის ნომერი
  • მისამართი, რეგიონი, საფოსტო ინდექსი, ქალაქი
  • ონლაინ მაღაზიაში ავტორიზაციისთვის პაროლი

 

რეგისტრაციისთვის აუცილებელია აღნიშნული ინფორმაციის მითითება, რომლის გარეშე მომხმარებელი ვერ განახორციელებს ვებგვერდზე რეგისტრაციას.

პროდუქციის შერჩევის შემდგომ მომხმარებელი ანგარიშსწორების მიზნით გადამისამართდება ბანკის ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს მისი ბარათის მონაცემებს და ადასტურებს გადარიცხვას. Woof.ge-ს არ აქვს წვდომა მომხმარებლის საბანკო ბარათის მონაცემებზე. Woof.ge იღებს ინფორმაციას მომხმარებლის მიერ ანგარიშსწორების შესახებ.

კონფიდენციალური მონაცემების შენახვის პირობები

Woof.ge პასუხისმგებლობას იღებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების საიდუმლოებასა და უსაფრთხოებაზე.

მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას Woof.ge ინახავს კანონმდებლობით და წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისათვის საჭირო ვადით.

სხვა მონაცემები, რომლებიც გროვდება

სხვა მონაცემები გროვდება ავტომატურად სხვადასხვა ხელსაწყოს მიერ, მაშინ როცა იყენებთ ჩვენ სერვისს.

სხვა მონაცემები, შესაძლოა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • თქვენი ბრაუზერის ტიპი;
  • თქვენი ბრაუზერის ვერსია;
  • ინფორმაციას ჩვენი ვებსაიტის გვერდების შესახებ, რომელსაც სტუმრობთ;
  • ინფორმაციას თუ რამდენი დრო დაყავით ჩვენ
  • ვებსაიტზე;
  • და სხვა.

 

იმ შემთხვევაში თუ ჩვენ სერვისს მობილური მოწყობილობით გამოიყენეთ, ჩვენ შესაძლოა ავტომატურად შევაგროვოთ შემდეგი ინფორმაცია:

  • მობილური მოწყობილობის ტიპი;
  • მობილური მოწყობილობის ოპერაციული სისტემა;
  • მობილური მოწყობილობის ინტერნეტ ბრაუზერის ტიპი, რომელსაც იყენებთ.
  • და სხვა.

 

პერსონალური მონაცემების გამოყენება

კომპანიამ შესაძლოა გამოიყენოს თქვენი პერსონალური მონაცემები შემდეგი მიზნებისთვის:

  • ჩვენი სერვისის უზრუნველსაყოფად და შესანარჩუნებლად, მათ შორის ჩვენი სერვისის გამოყენების მონიტორინგისთვის.
  • იმისათვის, რომ მართოთ თქვენი ანგარიში, თქვენ მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების საშუალებით შეგიძლიათ მიიღოთ წვდომა სერვისის სხვადასხვა ფუნქციებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია თქვენთვის, როგორც რეგისტრირებული მომხმარებლისთვის.
  • კონტრაქტის პირობების შესრულებისთვის: თქვენ მიერ შეძენილი პროდუქტების, ნივთების ან მომსახურების ნასყიდობის ხელშეკრულების შემუშავებისთვის.
  • თქვენთან დასაკავშირებლად: რომ დაგიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის, სატელეფონო ზარის, SMS შეტყობინების, ან სხვა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით.
  • იმისათვის, რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია სიახლეებთან, შეთავაზებებთან, სხვა პროდუქციასთან, სერვისებთან, თუ მნიშვნელოვან ღონისძიებებთან დაკავშირებით, მანამ სანამ თავად არ გადაწყვეტთ, რომ არ გსურთ აღნიშული ინფორმაციების მიღება.
  • სხვა მიზნებისთვის: ჩვენ შესძლოა გამოვიყენოთ შეგროვებული ინფორმაცია მონაცემთა ანალიზისთვის, ტრენდების დასადგენად, ჩვენი მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის შესაფასებლად, ჩვენი სერვისების, პროდუქციის, მარკეტინგისა, თუ თქვენი სამომხმარებლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად.

 

ლოგ ფაილები და COOKIES

woof.ge სარგებლობს ლოგ ფაილების სტანდარტული პროცედურით. სხვა ვებგვერდების მსგავსად, woof.ge იყენებს ქუქი-ფაილებს (Cookies). ლოგ ფაილები და Cookies გამოიყენება იმისთვის რომ ვებგვერდმა შეინახოს ინფორმაცია მომხმარებლების ქცევის შესახებ და გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი. მათი მეშვეობით გენერირდება და გროვდება შემდეგი ინფორმაცია:

  • IP მისამართი
  • მოწყობილობის ტიპი
  • ბრაუზერი
  • ვებგვერდის ვიზიტის დრო, თარიღი და ხანგრძლივობა
  • რომელი პლატფორმიდან გადმომისამართდა მომხმარებელი Woof.ge-ს ვებგვერდზე
  • ინფორმაცია Woof.ge-ს ვებგვერდზე განხორციელებული ქმედებების შესახებ – რა პროდუქტები მოინახულა მომხმარებელმა

 

ამ ინფორმაციით არ ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიცირება და წარმოადგენს ანალიტიკურ მონაცემებს.

ვის ვუზიარებთ მომხმარებლის მონაცემებს

პარტნიორ საკურიერო მომსახურების გამწევ კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლისათვის შეძენილი პროდუქციის მიწოდებას მის მიერ მითითებულ მისამართზე. საკურიერო მომსახურების გამწევ პარტნიორ კომპანიებს მომხმარებლის შესახებ გადაეცემა შემდეგი სახის ინფორმაცია: შეკვეთის დეტალები, სახელი, გვარი, მისამართი და საკონტაქტო ნომერი. პარტნიორი საკურიერო კომპანიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ შეძენილი პროდუქციის მიწოდების მიზნით.

მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლებელია საჭირო გახდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დანაშაულის დადგენის, გამოძიების ან დანაშაულის აღკვეთის მიზნით.

Woof.ge უფლებამოსილია პერსონალური ინფორმაცია გაუზიაროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნებისმიერ მესამე პირს.

კონტაქტი

იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით კითხვები გაქვთ, გთხვოთ გამოგვეხმაუროთ:

ელ.ფოსტა: contant@woof.ge