აკვარიუმის წმენდა არის აუცილებელი პროცესი, რომლის დახმარებითაც თქვენი თევზები ყოველთვის სუფთა გარემოში იქნებიან და ნაკლები პრობლემა შეექმნებათ.
ეს არ არის რთული საქმე, თუმცა აუცილებელია ამას მისცეთ რეგულარული სახე და არ დაგეზაროთ. რამდენიმე მარტივი ნაბიჯის დახმარებით თქვენ შეძლებთ გაწმინდოთ აკვარიუმი.
ასევე, გასათვალისწინებელია, რომ აკვარიუმის წმენდისას მთლიანად არ გამოცვალოთ წყალი, რადგან თავიდან აიცილოთ ტემპერატურის და pH-ის მკვეთრი ცვლა.
როგორ უნდა გაიწმინდოს აკვარიუმი
ქვემოთ გაეცნობით რამდენიმე მარტივ საფეხურს, თუ რა არის საჭირო აკვარიუმის გასაწმენდად და რა წესები უნდა დავიცვათ.
გამორთეთ სისტემა და ამოიღეთ დეკორი
იმის და მიხედვით თუ რა სისტემას იყენებთ, აუცილებელია გაწმენდამდე გამორთოთ. ეს შეიძლება იყოს ულტრაიისფერი განათება, სარქველები, ან სხვა მექანიკური ნაწილები რაც დენის წყაროსთან არის დაკავშირებული.
ასევე, აკვარიუმიდან ამოიღეთ ნებისმიერი დეკორაციული ნივთი და გაწმინდეთ ცხელ წყალში ჯაგრისით. ხელოვნური მცენარეები მოათავსეთ ადუღებულ წყალში რამდენიმე წუთით. არასდროს გამოიყენოთ ქიმიური საშუალებები.
გაწმინდეთ მინა და მოაშორეთ ნარჩენები
მნიშვნელოვანია, რომ გამოიყენოთ აკვარიუმის მინის საწმენდი ღრუბელი. ამისათვის უნდა იცოდეთ თუ რომელი საწმენდი შეეფერება თქვენს აკვარიუმს.
სანამ მინის წმენდას დაიწყებთ, აუცილებლად დაიბანეთ ხელები იდაყვამდე სუფთა წყლით, საპნის ან სხვა საშუალების გარეშე. ამით დარწმუნდებით, რომ არ დააბინძურებთ წყალს მინის წმენდისას.
ამის შემდეგ კი, გამოიყენეთ აკვარიუმს საწმენდი ვაკუუმი თევზის ნარჩენების მოსაშორებლად. ეცადეთ რაც შეიძლება მეტი ადგილი გაწმინდოთ, განსაკუთრებით კუთხეები.
გაწმინდეთ ფილტრები და მოამზადეთ წყალი
აუცილებელია ფილტრების სწორი წმენდა. არ გამოიყენოთ ონკანის წყალი, რადგან ქლორმა შეიძლება მოკლას კარგი ბაქტერიები. ასევე, აუცილებელი არ არის ფილტრი კრიალა გახდეს. მისი ხშირად ცვლაც არ არის საჭირო. უბრალოდ გაწურეთ წყალში რომ ზედმეტი ჭუჭყი მოშორდეს.
ამის შემდეგ, შეავსეთ აკვარიუმი წყლით. უმჯობესია გამოიყენოთ ბოთლის წყალი და დექლორატორი რეგულაციისთვის.
თუმცა აუცილებლად გადაამოწმეთ pH და KH დონეები. დამატებით, ახალი და აკვარიუმში არსებული წყალი ერთი ტემპერატურის უნდა იყოს. ამისათვის დაგჭირდებათ შესაბამისი თერმომეტრი.
დააბრუნეთ დეკორი და აკვარიუმში ჩაასხით წყალი
დააბრუნეთ სუფთა დეკორაციები აკვარიუმში სასურველი განლაგებით და შემდეგ დაიწყეთ სუფთა აკვარიუმის წყლით შევსება. ამისათვის ჯობია წყალი ნელ-ნელა დაამატოთ, რადგან თავიდან აიცილოთ ძლიერი დინება.
რაც შეეხება ჩამოკიდებულ ფილტრებს, შეგიძლიათ ჭიქით აიღოთ წყალი და ჩაასხათ დიდ რეზერვუარში. კონტეინერულ ფილტრებს შეიძლება სპეციალური მეთოდი დასჭირდეს.
ბოლოს, შეაერთეთ და დაარეგულირეთ ნაკადი შესაბამისად. გახსენით ნებისმიერი სარქველი, რომელიც აკვარიუმის გაწმენდამდე დახურეთ.
ჩართეთ სისტემები
სანამ განათებებს და სხვა მექანიზმებს ჩართავთ, რამდენიმე წუთი დააკვირდით და დარწმუნდით, რომ ყველაფერი მუშაობს გამართულად. ასევე, ყურადღება მიაქციეთ თევზებს, თუ როგორ იქცევიან.
თუ ყველაფერი რიგზეა, შეგიძლიათ ჩართოთ ყველაფერი. ბოლოს კი, კარგად დაიბანეთ ხელები.
შეჯამება
როგორც ხედავთ, შეგიძლიათ მიჰყვეთ რამდენიმე საფეხურს და მარტივად გაწმინდოთ აკვარიუმი. რაც უნდა გაითვალისწინოთ არის სუფთა ხელები, არ დაცალოთ აკვარიუმი წყლისგან, გაწმინდეთ საფუძვლიანად და ახალი წყალი უნდა იყოს შესაბამისი.